ირანის ყველა აეროპორტიდან გადაიდო ფრენები 7 ოქტომბრის დილის 7 საათამდე

ირანის ყველა აეროპორტიდან გადაიდო ფრენები 6 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 7 საათამდე, იტყობინებიან ირანის სახელმწიფო მედია საშუალებები ირანის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. Reuters-ით თანახმად, რეისები გადაიდო „საექსპლუატაციო შეზღუდვები“ გამო, ავრცელებს ცნობას მასმედია პრეს-მდივნის ნათქვამზე დაყრდნობით და არ აზუსტებს, რა იგულისხმება კონკრეტულად. ირანმა ფრენები შეზღუდა 3 ოქტომბერს მას შემდეგ, როცა რაკეტები გაუშვა ისრაელის […]

დავით კოდუა – ძალიან მიხარია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო დონის ავტომრბოლელი დათა ქაჯაია – ავტორბოლა სიმბოლურად ჩვენი გარბენით დაიწყო

დღეს ზუგდიდი ავტო რბოლის სერიებს მასპინძლობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას ინიციატივით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით კოდუამ წლების წინ მის მეგობრებთან ერთად გამართა პირველი ავტომოყვარულთა სანახაობა რეგიონში, რომლის „მიმართ მას შემდეგ ინტერესი არ ცხრება“. ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების ორგანიზატორია Western Draivers Club სამეგრელო. ღონისძიება ზუგდიდში, ინგირის […]

ერთადერთი, ვინც ზურაბიშვილს და ამათ ყველას აკლია – ეს არის ბატონი ავლიპ ზურაბაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ზურაბიშვილის სამომავლო გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტმა კონკრეტული პოსტი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაზე გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მას ჰყავს პრემიერ-მინისტრობის ყველასთვის მისაღები კანდიდატი. „მადამ ტიუსოს” მუზეუმში ადვილად მოიძებნება კიდევ მეჭურჭლეთუხუცესის, მწიგნობართუხუცესის ფიგურები. მოსაძებნია ასევე ჰარამხანას საჭურისი ვივამედელი ბელადისთვის. კარგი იქნებოდა მთავარი ინკვიზიტორის პოზიციაზეც შესაბამისი ცვილის […]

წელს ჰიდროლოგიური ვითარება საგრძნობლად შეცვლილია – იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი შემცირდა

შარშანდელთან შედარებით, წელს ჰიდროლოგიური ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. განვლილ თვეებში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება არ იყო მაღალი ანდა კაშხლოვან ჰესებში ზამთრისთვის წყალი დააგროვეს. სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში იმპორტის მაჩვენებელი 345%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველომ 3.6 მილიონი აშშ დოლარის […]

ვენაში კლიმატთან დაკავშირებული სკოლები გამოჩნდა

ვენის ოთხი დაწყებითი სკოლის მოსწავლეები კლიმატზე ორიენტირებული პროგრამით ისწავლიან. რეგულარული გაკვეთილებისა და სტანდარტული საკითხების გარდა, ბავშვები შეისწავლიან ჭარბი მოხმარების, ენერგიის მოხმარებისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებს. ისწავლიან საკვების წარმოშობა და საკვებწარმოების ჯაჭვს, დააკვირდებიან ფუტკრებს; ზოგიერთი გაკვეთილი ჩატარდება ღია ცის ქვეშ. ბავშვებს მოეთხოვებათ თვალყური ადევნონ სკოლაში ენერგიის მოხმარებას. ექსპერტების ხელმძღვანელობით, ისინი ყოველთვიურად წაიკითხავენ ენერგიის მოხმარების მონაცემებს ერთი წლის […]

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიის ლიდერებს კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციითვე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ”.

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის მარტო ევროპისთვის გზისა და ხმის მიცემა, ეს არის არჩევანი, ხვალ სად იქნებიან ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები

26 ოქტომბრის არჩევნები არ არის მარტო ევროპისთვის გზისა და ხმის მიცემა. ეს არის არჩევანი, სად იქნებიან ხვალ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ნარკო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ „ეს უნდა შევცვალოთ, თორემ მივიღებთ იმას, რომ ერი გადაგვარდება“. […]

გიორგი მარგველაშვილი – სამშობლო უნდა გადავარჩინოთ

იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წალენჯიხაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს უთხრა, რომ ქვეყანა დატოვონ და შვილები „სკაიპით“ ზარდონ. „ფარნავაზმა და ქუჯი ერისთავმა ერთიანი საქართველო შექმნეს თანხმობით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში იქნებოდა დაქუცმაცებული, დაყოფილი, ერთმანეთის […]

ინფლაციის დონით, ევროზონაში, მეექვსე თვეა, ბელგია ლიდერობს

2024 წლის სექტემბერში, სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის მაჩვენებელმა ბელგიაში 4,5 პროცენტი შეადგინა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ქვეყანის ინფლაციის დონეს ევროზონაში, სადაც საშუალო მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლებია. 4,5-პროცენტიანი ინფლაციით, ბელგია მნიშვნელოვნად უსწრებს ევროზონის სხვა ქვეყნებს.IESEG School of Management და ეს პირველად არ ხდება: უკვე მეექვსე თვეა, ბელგია, ინფლაციის დონით, ევროზონის ჩემპიონია. 2024 […]