ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება

2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712.5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი. „დასაქმებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა და ამ კუთხითაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ […]

სოფიო ხორგუანი – მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, არ გააჩნიათ ლიცენზია, კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა

მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც არ გააჩნია ლიცენზია , – ამის შესახებ განცხადებას იურისტი სოფიო ხორგუანი ავრცელებს. იურისტი თავის მიმართვაში ახალციხეში არსებულ მდგომარეობაზე წერს და განმარტავს, რომ საქმის კურსში ჩააყენა განათლების სამინისტრო, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. “მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც არ გააჩნია ლიცენზია, მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება […]

თინა ბოკუჩავა – გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა – 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ქვეყანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში შეჰყავს, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე

გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბოკუჩავა საარჩევნო კამპანიის […]

საკრებულოში სპორტული პროგრამა ,,სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში სპორტული პროგრამა ,,სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია და ,,თბილისის სასკოლო ლიგის“ 2023-2024 წწ. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე […]

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” ახალი სეზონით ბრუნდება – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ახალი სეზონი Youtube-ზე გრძელდება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გადაცემა ახალი რესპონდენტებითა და აქტუალური პერსონებით ბრუნდება. გადაცემის მიზანი უცვლელი რჩება – მაყურებლებს გააცნოს იმ ადამიანების შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ინტერესები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას განსაზღვრავენ; ხელი შეუწყოს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებას და კარგად ნაცნობი ადამიანების უცნობი პერსონების აღმოჩენას. „არ გაჩერდეს“ რუბრიკის ფარგლებში […]

წერილობით ხმის მიცემა ამერიკის ზოგ შტატში უკვე დაიწყო

როგორ აძლევენ ხმას წერილობით ამერიკის პრეზიდენტს, კანონმდებლებსა და სხვა თანამდებობის პირებს? ასევე, ვსაუბრობთ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების გამოხმაურებაზე და ოქტომბრის პირველი კვირის საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგებზე.

ისრაელი “ჰამასის” თავდასხმის წლისთავს აღნიშნავს

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 7 ნოემბერს, ღაზის სექტორში მდებარე “ჰამასის” პოზიციებზე, საჰაერო იერიში განახორციელა. დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც “ჰამასის” თავდასხმის პასუხად, ისრაელმა დაჯგუფების წინააღმდეგ, ღაზის სექტორში ომი დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი საკუთარი ხალხის შინ უსაფრთხოდ დაბრუნებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლები […]

თბილისსა და ტრაპიზონს შორის ფრენები იწყება

14 ოქტომბრიდან ტრაპიზონის მიმართულებით თბილისიდან ავიარეისები განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ ფრენებს კომპანია Georgian Wings განახორციელებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში დაუდასტურეს, პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტსა და ტრაპიზონის აეროპორტს შორის კვირაში ორჯერ – ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდება. რაც შეეხება ფასებს, ერთი გზის ბილეთის ღირებულება 447 ლარიდან დაიწყება. bpn.ge

26 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა

პრეზიდენტის სასახლეში, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა, საიდანაც არჩევნების მონიტორინგი მოხდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: ,,ამ სასახლეში, არჩვნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი, ყველაფერს იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ გამარჯვებაც ერთად ვიზეიმოთ”

ნინო ლომჯარია – 26 სექტემბრის შემდგომ საკონსულო აღრიცხვაზე 22 000 მოქალაქე დადგა

26 სექტემბრის შემდგომ საკონსულო აღრიცხვაზე 22 000 მოქალაქე დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ყოფილმა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს. ლომჯარიას თქმით, მხოლოდ დღეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგა 4500 – ზე მეტი პირი. ინფორმაციისთვის, დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე დიასპორაზე ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში დიასპორა ძალიან გააქტიურდა. ზურაბიშვილის განცხადებით, […]