ირაკლი კობახიძე – პირველ გემებს ანაკლიის პორტი 2029 წლისთვის მიიღებს

პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტის მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. „ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს. პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის. 600 000 კონტეინერი წელიწადში, […]

ირაკლი კობახიძე – მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა, ყველაფერი დანარჩენი არის ჩვენს ხელში – ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე წინ

მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა. „ჩვენი პროგნოზის მიხედვით და არსებული გეგმების შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის. ჩვენ თუ ეს შევძელით და აუცილებლად […]

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს 30%-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 4 %-მდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის

სიღარიბე არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, არსებული გეგმებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმუმ 4 %-მდე შემცირდება სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 150 000 ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა 2028 წლისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წელს 30 %-ს შეადგენდა […]

მსოფლიო შინამეურნეობების ფინანსური აქტივები 2023 წელს 7,6%-ით გაიზარდა

მსოფლიო მასშტაბით, შინამეურნეობების ფინანსური აქტივები გაიზარდა 7,6%-ით 2023 წელს მდგრადი ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი ბაზრების ფონზე, რამაც სრულად მოახდინა წინა წლის ვარდნის კომპენსირება(მინუს 3,5%) ნათქვამია სადაზღვევო კომპანია Allianz SE-ის ყოველწლიურ Global Wealth Report-ში. ამრიგად, 2023 წლის ბოლოს აქტივებმა 239 ტრილიონი ევრო შეადგინა. წმინდა აქტივებმა (ვალების გამოკლებით) შეადგინა 182 ტრილიონი ევრო, რაც თითქმის 15 ტრილიონი ევროთი […]

„საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას“ – რადიო თავისუფლება – ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს გაიმეოროს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და მას მოუწოდოს, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები. ეს ირკვევა ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო. „ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები […]

“ღმერთო დაიფარე მეფე” – პუტინს 72-ე დაბადების დღე მიულოცეს

ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მის 72-ე დაბადების დღეს, ზოგიერთი მხარდამჭერი მიესალმა როგორც „მეფეს“. მათ თქვეს, რომ სუკის ყოფილმა ჯაშუშმა, მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი ფეხზე წამოაყენა და უკრაინის ომში დასავლეთზე გამარჯვებას მოუტანს. პუტინი, რომელიც კრემლის სათავეში 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რვა წელიწადში მოხვდა, სტალინის შემდეგ კრემლის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერია. სტალინი 1953 წელს, 74 წლის […]

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკაზე, რომლის მანდატი საჯარო მოსამსახურეების მიერ […]

“ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, პირველი – მშვიდობა და მეორე – სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ირაკლი კობახიძემ პროგრამის შემუშავებასა და დოკუმენტის დამტკიცებაში მონაწილეობისთვის პარტიის […]

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა: 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი – შეგვიძლია, თამამად გავცეთ დაპირება, 2028 წლისთვის 200 000 სამუშაო ადგილი, მინიმუმ, დაემატება ქვეყანას

8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს, გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, თუმცა ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, 2024 წლისთვის თითქმის 28 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ბიუჯეტი , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს. „მოგეხსენებათ, ეკონომიკურ […]

ირაკლი კობახიძე – მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და წლის ბოლოსთვის ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება

2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა, 2021-2023 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%, რამაც მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უკვე 90 მილიარდი ლარი იქნება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას […]