ზურაბ ბატიაშვილი – დღეს ისეთ მდგომარეობაშია ახლო აღმოსავლეთი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ასეთი დაძაბული სიტუაცია ბოლო 30 წელიწადში ჯერ არ ყოფილა

დღეს ისეთ მდგომარეობაშია ახლო აღმოსავლეთი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლო 30 წელიწადში ასეთი დაძაბული სიტუაცია ჯერ არ ყოფილა , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელი არის ისრაელის საპასუხო დარტყმა, რომელიც აუცილებლად იქნება, უბრალოდ, როგორც ბატიაშვილმა განმარტა, ჯერ არ არის განსაზღვრული ამ საპასუხო დარტყმის მასშტაბები. “საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებლობა […]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანს ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს

ირანს ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. „ირანის ისლამურ რესპუბლიკას ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას მტკიცე და სათანადო პასუხს გასცემს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბას არაღჩიმ დღეს ეგვიპტელ […]

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება

“ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, პირველი – მშვიდობა და მეორე – სწრაფი ეკონომიკური ზრდა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ირაკლი კობახიძემ პროგრამის შემუშავებასა და დოკუმენტის დამტკიცებაში მონაწილეობისთვის პარტიის […]

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკაზე, რომლის მანდატი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე […]

სალომე ზურაბიშვილი – საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს დიასპორისთვის არ შეიქმნას პრობლემა – ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება!

19 დღე გვრჩება არჩევნებამდე. ასეთი გადამწყვეტი მომენტი შეიძლება არ ჰქონია ამ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში ახლო ისტორიაში , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა. მან ისაუბრა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. პრეზიდენტმა ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოები მათთვის შეფერხებების მოწყობაში დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად დიასპორამ შეძლო […]

პრეზიდენტი არჩევნების დღეს რეზიდენციაში საკოორდინაციო პლატფორმას შექმნის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს რეზიდენციაში საკოორდინაციო პლატფორმას შექმნის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი. არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, […]

“ვგლოვობთ ყველა უდანაშაულო მსხვერპლს“ – ერთი წელი ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმიდან

„ტერორისტული თავდასხმა“ – ეს არის შეფასება, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად ერთვის თან 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას, რომელსაც 1 200 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის: ბავშვების, ქალებისა და ხანშიშესული ადამიანების სისცოცხლე შეეწირა. თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა 250-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს, საიდანაც 101 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამერიკაში მცხოვრები, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელები […]

„საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას“ – “რადიო თავისუფლება” ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტს ავრცელებს

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს გაიმეოროს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და მას მოუწოდოს, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები. ეს ირკვევა ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო. „ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები […]

Chevron-ი, Canadian Natural Resources-ს 6,5 მილიარდი დოლარის აქტივებს მიჰყიდის

Chevron–ი ყიდის თავის აქტივებს Athabasca Oil Sands-სა და Duvernay Shale-ში Canadian Natural Resources-ზე 6,5 მილიარდ დოლარად, განაცხადა ნავთობის გიგანტმა ორშაბათს. გარიგება, გადახდილი სრულად ნაღდი ფულით, რომელიც როგორც მოსალოდნელია მეოთხე კვარტალში დასრულდება, არის კომპანიის სტრატეგიის ნაწილი 2028 წლისთვის 10-დან 15 მილიარდ დოლარამდე აქტივების გაყიდვის შესახებ. ვრცლად reuters – ზე.

ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა

40 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა, – ამის შესახებ ის თავისი “ტვიტერით” იტყობინება. ინიესტა “ბარსელონაში”, “ვისელ კობეში” და “ემირეითსში” თამაშობდა. ის კატალონიურ გუნდში ცხრაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ექვსჯერ თასის მფლობელი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2010 წელს ანდრესმა ესპანეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატი, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. […]