პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „გარდა იმისა, რომ შექმნილი […]
2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი. „დასაქმებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა და ამ კუთხითაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ […]
ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს – პრემიერი

ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე. „პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ […]
მთავრობის ვებგვერდებზე კიბერშეტევების განხორციელების გამო, ციფრული მმართველობის სააგენტო უსაფრთხოების სისტემას 3.5 მლნ ლარად იყიდის

ციფრული მმართველობის სააგენტომ გამარტივებული გზით შესყიდვის განხორციელებაზე შესყიდვების სააგენტოს 27 სექტემბერს მიმართა. საუბარია ე.წ DDOS შეტევების პრევენციის პროგრამული უსაფრთხოების გადაწყვეტის შესყიდვაზე. ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის შესყიდვას კომპანია შპს “უიჯითისგან” 3.5 მლნ ლარად გეგმავს. მიწოდების ვადა 4 ნოემბრამდეა. როგორც სააგენტოს მხრიდან წარმოდგენილ დასაბუთებაში ვკითხულობთ, შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობით არის გამოწვეული, რადგან ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფრასტრუქტურაზე […]
„ლაპის ლაზულის“ მარშრუტის გააქტიურების მიზნით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

„ლაპის ლაზულის“ სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილე სახელმწიფოები საკონსულტაციო ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი X-ზე წერს. „ამ მარშრუტის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, განვიხილეთ წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შესაბამისი სამუშაოს ჩატარება, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების […]
გარდაიცვალა ფოთის “კოლხეთის” ყოფილი კაპიტანი ნუგზარ თვარაძე

მამუკა ჯუღელი და ბადრი კვარაცხელია მწუხარებას გამოხატავენ ვეტერანი ფოთელი ფეხბურთელის, გუნდის კაპიტნის, ნუგზარ თვარაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მთელ ფოთს და ქართული ფეხბურთის ოჯახს. “ლეგენდები მიდიან…. დღეს ჩვენი ქალაქის ფეხბურთის ბუმბერაზმა პიროვნებამ, ნუგზარ თვარაძემ დაგვტოვა”, – წერს “კოლხეთი 1913”-ის პრესსამსახური სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ […]
ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას

შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შავი ზღვის გადამცემი კაბელის საერთო სიგრძე 1 155 კილომეტრია და სამუშაოების დასრულება […]
ირაკლი კობახიძე – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის მეგაპროექტია

მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერის თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. „უნდა გამოვყოთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები. დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა, მგზავრთნაკადი […]
“საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულია – მძიმე მატჩები გველოდება” – უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ Sport-express.ua-სთან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა ალეკსანდრ კუჩერმა ისაუბრა: – ყველაზე დიდი თავსატკივარი საყრდენი ზონაა, რადგან ვერც ბრაჟკო ითამაშებს და ვერც სტეპანენკო. როგორ აფასებენ კალიუჟნის სადებიუტო გამოძახებას? – დიახ, ამ პოზიციაზე სერიოზული პრობლემებია. სტეპანენკოს და ბრაჟკოს გარეშე თამაში ადვილი არ […]