კობახიძე ამომრჩეველს აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის “გადატვირთვას” ჰპირდება

კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე საგარეო კურსზე ისაუბრა და ირწმუნებოდა, რომ მმართველი პარტიის “უმნიშვნელოვანესი ამოცანა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაა”. “რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა […]

ირაკლი კობახიძე – მომავალ წელს, მთლიანად, თბილისიდან ბათუმამდე იქნება გახსნილი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი, საქართველომ უნდა გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია

საქართველომ უნდა გააძლიეროს მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდება მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა […]

ირაკლი კობახიძე – სოფლის მეურნეობაზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი – 2012 წლამდე ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული

სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის მოიყვანა 2012 წლის მონაცემები და აქვე აღნიშნა, რომ ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული. „შედარებისთვის, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 172.5 მილიონ ლარს, წელიწადში […]

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა – პირიქით, დიდი მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტირება მოხდება

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლისთვის მთლიანად გენერაცია ქვეყანაში 3 359 მეგავატ სიმძლავრეს შეადგენდა, 2024 წლის უკვე 4 600-მდე იზრდება. „ჩვენ გვაქვს ძალიან […]

2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს, 4%-მდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი – პრემიერი

8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს, გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, თუმცა ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, 2024 წლისთვის თითქმის 28 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ბიუჯეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს. „მოგეხსენებათ, ეკონომიკურ ზრდას […]

დიდ ბრიტანეთში, სექტემბერში საცხოვრებლის ფასები 2022 წლის ნოემბრის შემდეგ მაქსიმუმზეა

სექტემბერში ბრიტანეთში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები 4,7%-ით გაიზარდა, იტყობინება საკონსულტაციო კომპანია Halifax. ეს რეკორდული ზრდაა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ. ფასების ზრდა უკვე მეათე თვეა ფიქსირდება. აგვისტოში ფასები 4.3%-ით გაიზარდა. აგვისტოსთან შედარებით საცხოვრებლის ფასები 0,3%-ით გაიზარდა, ისევე როგორც ერთი თვის წინ. ანალიტიკოსები, რომელთა საშუალო შეფასებები მოჰყავს Trading Economics, 0.2%-ით ზრდას ელოდნენ. ამჟამად დიდ ბრიტანეთში ქონების საშუალო […]

გიორგი ვაშაძე – ქარტიაში ტექნიკურ მთავრობაზე არ არის საუბარი, საუბარია კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც პროფესიონალებისგან უნდა დაკომპლექტდეს – მოვუსმენთ, პრეზიდენტს აქვს ხოლმე მოსაზრებები, მაგრამ ყველაფერი ისე არ ლაგდება

ქარტიაში არანაირ ტექნიკურ მთავრობაზე არ არის საუბარი. ქარტიაში საუბარია კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც პროფესიონალებისგან უნდა დაკომპლექტდეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისი თქმით, გუნდში ზუსტად ისეთი პროფესიონალი ადამიანები ჰყავთ, რომლებიც მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო პირები არიან. “მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მისვლას, შეხვედრას […]

პრემიერი – ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა – ბუნებრივია, ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ბუნებრივია, ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. „ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება […]

დონალდ ტრამპი – ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი ცუდი გენია – 425 000 ადამიანი შემოვიდა, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ, რომლებიც ბოროტმოქმედები არიან

ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი ცუდი გენია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატთმა, დონალდ ტრამპმა „ჰიუ ჰიუიტის შოუში“ ინტერვიუს დროს განაცხადა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის პოლიტიკა გააკრიტიკა. „მის გეგმებს თუ შეხედავთ, მას წარმოდგენა არ აქვს. მაგალითად, ხალხისთვის ღია საზღვართან მისვლის […]

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიების სფერო ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს განსაკუთრებული ზრდა ამ მიმართულებით, მათ შორის სამუშაო ადგილების კუთხით და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ დარგის, ამ სფეროს განვითარებას , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ამისთვის კონკრეტული სტატუსები განისაზღვრება. „მაგალითად, ეს […]