ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგური აშენდება

ყაზახებმა ქვეყანაში და მთლიანად ცენტრალურ აზიაში პირველი ატომური ელექტროსადგურის (აეს) მშენებლობას კვირას გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს. პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა, რომელმაც თავისი პოზიცია რეფერენდუმზე დააფიქსირა, განაცხადა, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი ყაზახეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი. მას სურს, რომ აესი მსოფლიო კომპანიების კონსორციუმმა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით ააშენოს ატომური სადგური. სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტის მოსაპოვებლად ფრანგული, რუსული, ჩინური […]

შეკრება პოზნანში | ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, პოზნანის ლეხის საწვრთნელ ბაზაზე მსუბუქად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი […]

შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაზე ₾3 მილიარდი იქნება გამოყოფილი – ირაკლი კობახიძე

სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის მოიყვანა 2012 წლის მონაცემები და აქვე აღნიშნა, რომ ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული. „შედარებისთვის, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 172.5 მილიონ ლარს, წელიწადში […]

ირაკლი კობახიძე – ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი – ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით

ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება. „ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას […]

ეკონომიკის მინისტრი – ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს ხელისუფლებას 2028 წლისთვის

დღევანდელ პრეზენტაციაში გამოჩნდა ნათლად, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს ხელისუფლებას 2028 წლისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა არის ის, რაც ჩვენი […]

ლევან დავითაშვილი – საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი – არჩევნების დასრულების შემდეგ დაცხრება ემოციები, გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც მიდიოდა

ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია – საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი შეფასებით, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. „მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მოვახდენთ […]

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გაიზრდება ინვესტიციებიც – მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული

ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 5 მლრდ აშშ დოლარი, რაც გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, არსებული პროგნოზით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული. „არსებულ ტენდენციებს […]

ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას არ დასწრებია

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას არ დასწრებია. ღონისძიების ჩანაწერში ივანიშვილი არც ერთხელ არ გამოჩნდა – მათ შორის, არც პრეზენტაციის მსმენელთა შორის. ღონისძიებაზე არ იყო არც პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე დროს, ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებთან […]

ნობელის პრემია მედიცინაში მიკრო რნმ-ის აღმოჩენისთვის, ორ ამერიკელს გადაეცემა

ორ ამერიკელ მეცნიერს, რომლებიც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მუშაობენ, ნობელის პრემია გადაეცემა. შვედეთის ნობელის კომიტეტმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა. გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ვიქტორ ამბროსი და გარი რავკანი არიან. მათ ნობელის პრემია მიკრო რიბონუკლეინმჟავის (რნმ) აღმოჩენისთვის მიენიჭათ. ეს ერთგვარი გენეტიკური მასალაა, რომელიც გავლენას ბევრი გენის მუშაობაზე მოლეკულურ დონეზე ახდენს. ვიქტორ ამბროსი ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობდა, […]

კობახიძის თქმით, 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3500 ლარს მიაღწევს

· პირველ გემს ანაკლიის პორტი 2029 წელს მიიღებს; · თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 18 მილიონ მგზავრს მიიღებს; · 2028 წლისთვის სიღარიბის დონე 4 პროცენტამდე შემცირდება; · 2028 წლისთვის ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; · ასევე 2028 წლისთვის ბიუჯეტი 50 მილიარდ ლარს მიაღწევს და შეიქმნება 200 000 სამუშაო ადგილი; · ხელოვანების და ხელოვნების მხარდასაჭერად გამოიყოფა […]