ირაკლი კობახიძე – საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა – საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს კი, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1-ლი იანვრიდან ხელფასი 100 ლარით მოემატებათ

ბიუჯეტების ზრდა მოგვცემს ხელფასების ზრდის საშუალებასაც. საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო, ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა 10%-იანი მაჩვენებლით , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1-ლი […]
ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე ქვეყანაში ფუნქციონირებდა 12 იუსტიციის სახლი, მას შემდეგ აშენდა დამატებით 109

2012 წლამდე ქვეყანაში ფუნქციონირებდა 12 იუსტიციის სახლი, მას შემდეგ აშენდა დამატებით 109, დაგეგმილია წელს და მომავალ წელს დამატებით 12 იუსტიციის სახლის მშენებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იუსტიციის სახლებში გაორმაგებულია სერვისების რაოდენობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის. „რაც შეეხება საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, […]
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ

წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პენსიების ზრდა მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. „რაც შეეხება პენსიას, 2012 წელს პენსია […]
ირაკლი კობახიძე – 2012 წელს თბილისის ბიუჯეტი 657 მლნ ლარს შეადგენდა, 2024 წლისთვის 2 მლრდ ლარს გადააჭარბა – 2028 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 2 მილიარდ 250 მილიონი ლარია

მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 მლნ ლარი გამოიყოფა, გაუმჯობესდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიუჯეტები ძალიან კარგად ასახავს იმ განვითარებას, რომელიც ქვეყანას რეგიონების კუთხით აქვს. „თბილისის ბიუჯეტი 2012 წელს შეადგენდა მხოლოდ 657 მლნ […]
ირაკლი კობახიძე – ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით

130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა დაგეგმილია 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. „თქვენ იცით რამხელა ინვესტიცია ჩაიდო გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის […]
პრემიერი – პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაღიარების პოლიტიკა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებული. „2012 წლისთვის ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ოთხი სახელმწიფო დარჩა ოთხ […]
ირაკლი კობახიძე – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები – ამ თემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს

ადრეული გაფრთხილების სისტემები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ამ თემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს; მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სრულად დასრულდება შესაბამისი სამუშაოები და ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან დიდი პროგრესი აქვს ქვეყანას დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდის და […]
სალომე სამადაშვილი – გაკოტრებული „ქართლი ოცნება“ სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებიდან იწერს „პოსტულატებს“ – კარგი სტუდენტები სხვებისგან არ იწერენ!

აბსოლუტურად გაკოტრებული „ქართლი ოცნება“ სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებიდან იწერს რაღაც „პოსტულატებს“. კარგი „სტუდენტები“ სხვებისგან არ იწერენ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერტმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და მისი წარდგენა შეაფასა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს რაც არ უნდა დაჰპირდეს „ქართული ოცნება“, მაინც აღარავის სჯერა, რადგან მათ […]
ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება – მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები და მომავალშიც გაგრძელდება

2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება – აშენდა 174 ახალი სკოლა, 1000-ზე მეტი სკოლის და 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, წელს, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები საჯარო სკოლებში. „4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება 2012 წლის შემდეგ. უფასო […]
რა ცვლილება შედის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც უმცროსი ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მიცემას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის ზოგადი პრინციპების შესახებ კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ისაუბრა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის მიღების […]