ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 20 კომპანიიდან 8 სათამაშო ბიზნესია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ ჯამურად 204.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ მაჩვენებელში ყველაზე დიდი წილი, კერძოდ, 31.2% სათამაშო ბიზნესს უკავია. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 20 კომპანიას შორისაც 8 სწორედ აზარტული თამაშებითაა დაკავებული. შემდეგია […]
ირაკლი კობახიძე – დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად

სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე 4-ჯერ გაიზარდა სპორტის ბიუჯეტი და ხარჯები, რაც დაკავშირებულია სპორტთან და რამაც უკვე გამოიღო თავისი შედეგები. „რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ სპორტულ ნიჭთან ერთად, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას […]
ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები არსებული გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „სამხედროების სოციალური მხარდაჭერის კუთხით ბევრი რამ […]
ირაკლი კობახიძე – 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში

„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლადაშენებულ კორპუსებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ – ტექნიკური ბაზა, განვითარდება ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, პოლიციის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გასული […]
სალომე სამადაშვილი – გაკოტრებული „ქართული ოცნება“ სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებიდან იწერს „პოსტულატებს“ – კარგი სტუდენტები სხვებისგან არ იწერენ

აბსოლუტურად გაკოტრებული „ქართული ოცნება“ სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებიდან იწერს რაღაც „პოსტულატებს“. კარგი „სტუდენტები“ სხვებისგან არ იწერენ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და მისი წარდგენა შეაფასა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს რაც არ უნდა დაჰპირდეს „ქართული ოცნება“, მაინც აღარავის სჯერა, რადგან მათ […]
“ინოვაციური სტარტაპის, მცირე/საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი განისაზღვრება” – პრემიერი დეტალებით

განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ამისთვის კონკრეტული სტატუსები განისაზღვრება. „მაგალითად, ეს არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსი, კვლევისა და განვითარების […]
მომავალ წელს, თბილისიდან ბათუმამდე 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი იქნება გახსნილი – ირაკლი კობახიძე

საქართველომ უნდა გააძლიეროს მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდება მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ე.წ. დაკავშირებადობის […]
ირაკლი კობახიძე – 2012 წელს 4.7 მილიონი ვიზიტორი გვყავდა ქვეყანაში, 2024 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 8 მილიონს შეადგენს – შემდეგი 4 წლის განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით

2012 წელს 4.7 მილიონი ვიზიტორი გვყავდა ქვეყანაში, 2024 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს უკვე თითქმის 8 მილიონს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 11 მილიონამდე გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა უკვე 2028 წლისთვის. „ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად, ჩვენ ვამაყობთ იმით, […]
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს. ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა და ორი მანქანა დაზიანდა.
პრემიერი – ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად 20 მლნ ლარი გამოიყოფა

რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა იწყებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება და აღნიშნულისთვის, ყოველწლიურად, 20 მლნ ლარი გამოიყოფა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადანაწილდეს სიკეთე, […]