ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით

2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, იმის გამო, რომ მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს კი არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის, როგორც ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის […]

იურისტი თამთა მიქელაძე – აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა – მეუღლეს შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი , – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას. როგორც მიქელაძე წერს, საქმეზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მომდევნო დღეებში მიეწოდება. “როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის […]

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები არსებული გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „სამხედროების სოციალური მხარდაჭერის კუთხით ბევრი რამ […]

ირაკლი კობახიძე – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, ჯამური დაფინანსება 8,5 მილიარდი ლარია – ჩვენი ხელისუფლების პერიოდში 35 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით

ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც შეიძლება თავი მოვიწონოთ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით ამ წლების განმავლობაში უკვე 3 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, 13 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა და ჯამური […]

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო პროგრამა წარადგინა

მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნება” დღეს, 7 ოქტომბერს წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა არ ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. პროგრამის პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ გამართა. მან თითოეული დარგის განხილვის დროს 2024 წელს არსებული მდგომარეობა 2012 წელს შეადარა და 2028 წლისთვის დაპირებები გასცა. […]

ირაკლი კობახიძე – 2028 წელს უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია, თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს უპირისპირდებიან

2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, […]

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, მთელი ჩვენი პროგრამა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ორი ეროვნული ამოცანა შესრულდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის სამთავრობო გუნდი ყველაფერს გააკეთებს. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სხვადასხვა გარემოებასა […]

18 წლის წინ მოსკოვში მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია

2024 წლის 7 ოქტომბერს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის 18 წლისთავი შესრულდა. 2006 წლის 7 ოქტომბერს ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში. ანა პოლიტკოვსკაია არაერთხელ იმყოფებოდა სამხედრო ოპერაციების რაიონებში. ჟურნალისტის მრავალი რეპორტაჟი მიეძღვნა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევას. პოლიტკოვსკაია ღიად აკრიტიკებდა მოქმედ ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ისევე როგორც ჩეჩნეთის […]

მიქელაძე: სადიგოვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ციხის კლინიკაში გადაიყვანეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. “როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი […]

მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ – პრემიერი

მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. „უნდა გამოვყოთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები. დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა, მგზავრთნაკადი არის […]