თურქეთში ქალ მსაჯს 37 წლით უფროს მამაკაცთან სექსის გამო სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

თურქეთში 24 წლის ქალ არბიტრს ელიფ კარაარსლანს სექსის გამო სამუდამოდ აუკრძალეს მსაჯობა, – იტყობინება bursadabugun-ი. საქმე ისაა, რომ კარაარსლანს თამაშის დასრულების შემდეგ სექსი ჰქონდა მატჩის 61 წლის ინსპექტორთან ორჰან ერდერიმთან. ვიდეო თავად ელიფმა გამოქვეყნა ინტერნეტში და სადისციპლინო კომიტეტის ექვსივე წევრმა მის სამუდამო დისკვალიფიკაციას დაუჭირა მხარი. ერდერიმმა განაცხადა, რომ მსაჯებთან “რომანტიკული ურთიერთობა” კანონით აკრძალული არ არის […]
2012 წელს გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს კი უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია

2012 წელს გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს კი უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია 2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს, – […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ და ღვთის წყალობით, ერთად გავიმარჯვებთ

ჩვენ ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ და ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, არ დანებდება. „ვიდრე მტერი ჩვენს არსებობასა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობას საფრთხეს უქმნის, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ვიდრე ღაზაში გატაცებულები არიან, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ არცერთ მათგანს არ დავთმობთ. მე არ დავნებდები. ვიდრე ჩვენი მოქალაქეები სახლებში უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან, ჩვენ […]
თამთა მიქელაძის ცნობით, აფგან სადიგოვი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

„როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრულიჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ. ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს […]
პარლამენტის წევრების საშუალო წლიური ხელფასი ყველაზე მაღალი ამერიკაში, ავსტრალიასა და ისრაელშია – რეიტინგი

Politicalsalaries-მა ქვეყნების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრების საშუალო წლიური ანაზღაურების შესახებ რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტი წლიური ხელფასი აშშ-ის კონგრესის წევრებს აქვს და ის საშუალოდ 174 000 დოლარს შეადგენს. რეიტინგში მეორე ადგილს ავსტრალიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები იკავებენ, თითოეული მათგანის საშუალო წლიური ხელფასი 158 630 დოლარია. მესამე ადგილზე კი ისრაელის პარლამენტის წევრები მოხვდნენ, რომელთა წლიური […]
2050 წლისთვის, ახალგაზრდების თითქმის 40 პროცენტი შეიძლება ახლომხედველი იყოს – ახალი კვლევა

მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას. ახალი კვლევის თანახმად, თუკი გასული 30 წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, 2050 წლისთვის 740 მილიონ ბავშვსა და მოზარდს შეიძლება ობიექტების შორ მანძილზე დანახვა გაუჭირდეს. ასეთი შემაშფოთებელი პროგნოზები ეფუძნება გლობალურ მიმოხილვას, რომელშიც შეისწავლეს 50 სხვადასხვა ქვეყანაში 2023 წლის ჩათვლით შეგროვებული მონაცემები მიოპიის, იგივე ახლომხედველობის შესახებ. წინა პროგნოზები ეყრდნობოდა მხოლოდ 2015 წლამდე მონაცემებს, […]
ვინ არის მარკ რუტე – ნატოს ახალი გენერალური მდივანი

ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, თანამდებობის დაკავებისთანავე, უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა და პირველი ვიზიტიც კიევში ჰქონდა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტზე მან ყველაზე მეტხანს, 14 წელი იმსახურა და ალიანსს სათავეში საერთაშორისო ურთიერთობათა ხანგრძლივი გამოცდილებით ჩაუდგა.
უკრაინა: რუსულმა რაკეტამ პორტ პივდენნში მარცვლეულით დატვირთული ხომალდი დააზიანა

ორშაბათს უკრაინის აღდგენის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს, უკრაინის პორტ პივდენიში, რუსული რაკეტის დარტყმამ სენტ კიტს და ნევისის დროშის ქვეშ მყოფი ხომალდი დააზიანა. ხომალდი სიმინდით იყო დატვირთული. სამინისტრომ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, რომ ეკიპაჟის 15 წევრიდან არავინ დაშავებულა. „საბედნიეროდ, ეგვიპტის და სირიის მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟის 15 წევრიდან, არავინ დაშავებულა. მთლიანობაში, ხომალდი 6 000 ტონა უკრაინული სიმინდით იყო […]
26 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ მმართველი პარტიის კურსს, ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ – რესტორატორი

რესტორატორ მერიკო გუბელაძის აზრით, 26 ოქტომბერს, საქართველოში წერტილი უნდა დავუსვათ მმართველი პარტიის კურსს. “რაღაცნაირად უნდა შემოვატრიალოთ ეს ქვეყანა ევროპულ გზაზე, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ და უკეთეს გზაზე წავიყვანოთ“, – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რესტორატორმა წამყვანის შესაბამის კითხვას. ცნობილი რესტორნების – „შავი ლომის“, „ლეილას“, „ნინიას ბაღის“ და „კაკლების“ მმართველი მიიჩნევს, რომ სარესტორნო ბიზნესიც, ისევე როგორც სხვა […]
ამსტერდამში შეშის ბუხრების აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ

ამსტერდამში განიხილავენ შეშის ბუხრების აკრძალვის შესაძლებლობას: „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასე სურთ მოქალაქეები მავნე კვამლისგან დაიცვან. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამსტერდამის ჰაერში ჭვარტლის 20% ხის დაწვაზე მოდის. ეს ხდის ხის ბუხრებს დაბინძურების სიდიდით მეორე წყაროს სამრეწველო ქარხნების შემდეგ. ნიდერლანდებში, მათ შორის ამსტერდამში, დაახლოებით მილიონი ბუხარია მოქმედი; ამსტერდამის მცხოვრებლების 40%-ზე მეტი ანთებს ბუხარს წელიწადში ერთხელ მაინც. ამსტერდამის მერიის ცნობით, […]