გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 09:00-დან 09:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; ასევე, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყეზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ციხისძირი და მიმდებარე […]

მსხვერპლი მოჰყვა ოდესის პორტზე სარაკეტო შეტევას

რუსეთის ჯარებმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მიერ 7 ოქტომბერს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პალაუს დროშით მცურავ სამოქალაქო გემს. დაიღუპა 60 წლის უკრაინელი და დაიჭრა უცხო ქვეყნების 5 მოქალაქე. კიპერი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაშავებულები. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია […]

კამალა ჰარისი – ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხდები

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება. „არა, ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, – განაცხადა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში, როდესაც მას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის გადაწყვეტის საკითხზე დიალოგისთვის. […]

“გაუტეხელი სული” – 1924 წელს საქართველოს ეროვნული აჯანყებიდან ერთი საუკუნე გავიდა

საქართველოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდიდან 100 წელი გავიდა: პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფოებრიობის აღდგენა და დაკარგვა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ე.წ. „გასაბჭოება“, 1924 წლის აჯანყება და მისი ჩახშობა – ეს 1 საუკუნის წინ ხდებოდა.

რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტით გემს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს, რის შედეგადაც დარტყმა განხორციელდა პალაუას დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას 60 წლის უკრაინელი ემსხვერპლა, რომელიც ტვირთების დამუშავების კერძო კომპანიაში მუშაობდა. ამასთან, დაშავდა უცხოეთის ხუთი მოქალაქე. კიპერის განცხადებით, სამართალდამცავები რუსეთის ახალი […]

ბალოტელიმ შეიძლება “ტორინოსთან” კონტრაქტი გააფორმოს

“ლა სტაპმას” ცნობით, 34 წლის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი “ტორინოსთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. “ტორინოს” მიერ ბალოტელით დაინტერესების მიზეზი დუვან საპატას მიღებული ტრავმაა. კოლუმბიელს, ალბათ, სეზონი გაუცდება და კლუბი სასწრაფოდ ეძებს მის შემცვლელს. ბოლოს ბალოტელი “ადანა დემირსპორში” თამაშობდა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა.

აშშ-მა სანქციები გააფართოვა იმათ მიმართ, ვინც ჰამასს აფინანსებს ამერიკასა და ევროკავშირში

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გააფართოვა სანქციები რადიკალური დაჯგუფება ჰამასის დაფინანსების წყაროების წინააღმდეგ (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). სანქციების სიაში შედის ოთხი პირი და ერთი ორგანიზაცია, რომელიც ქველმოქმედების საფარქვეშ აგროვებს თანხებს ჰამასისთვის. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში მითითებულია, რომ სანქციების სიაში მოხვდა ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი, თურქეთში მცხოვრები იემენის მოქალაქე ჰამიდ აბდულა ჰუსეინ ალ-აჰმარი. […]

ცოლის ცნობით, აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

თბილისში რამდენიმე თვის წინ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, მისი ქმარი თბილისის იზოლატორში შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. “დამირეკეს, მაგრამ არ ვიცი ვინ იყო. მითხრა, ციხიდან ვრეკავ და თქვენი ქმარი ცუდად გახდაო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთოდ არ ვიცი, ახლა იქ რა ხდება. ისიც არ ვიცი, ცოცხალია ახლა ჩემი ქმარი […]

შეკრება პოზნანში | ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო [VIDEO]

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, პოზნანის ლეხის საწვრთნელ ბაზაზე მსუბუქად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი […]

ჯავახიშვილი: დაზიანდა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ეს არ აღდგება უახლოეს მომავალში

საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ყოფილი ელჩის, დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დასავლელ პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებთან “საერთო ენის გამონახვა” ვერ მოახერხა და თავისივე არჩეული რიტორიკით “ეს ყველაფერი შორს წაიყვანა”. გადაცემაში მარტივი ფორმულა ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველაზე მეტად დაზიანდა და გაფუჭდა ნდობა, რომელიც მისივე თქმით, “არ აღდგება უახლოეს მომავალში”. “ჩვენ […]