ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სუჰეილ ჰუსეინ ჰუსეინი, რომელიც „ჰეზბოლას“ ლოგისტიკურ შტაბ-ბინას ხელმძღვანელობდა და „ჰეზბოლას“ ჯიჰადის საბჭოს წევრი იყო, გუშინ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. „ჰუსეინი ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის იარაღის გადაცემისას მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფებს შორის იარაღის განაწილებაზე პასუხს აგებდა“, – ნათქვამია ისრაელის […]

რუსულმა „პანცირმა“ ფეოდოსიის ნავთობტერმინალი უკრაინული დრონებისგან ვერ დაიცვა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიის პორტში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიას, რომელზეც 7 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო, 2022 წლის შემოდგომიდან იცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირი-ეს1“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს თანამგზავრული ფოტოების გამოკვლევის საფუძველზე. სპეციალურ პოდიუმზე განთავსებული ეს სისტემა ჩანს უკრაინული ტელეგრამ-არხის, „ატეშის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც. თუმცა, „პანცირმა“ ვერ შეძლო ნავთობის ტერმინალზე უკრაინული […]

Italgas-სა და 2i Rete Gas-ს შორის გარიგება ევროპაში გაზის უმსხვილეს დისტრიბუტორს შექმნის

იტალიური გაზის კომპანია Italgas-მა გამოაცხადა უფრო მცირე კონკურენტი 2i Rete Gas-ის შეძენა 5,3 მილიარდ ევროდ, ვალის ჩათვლით, F2i SGR S.p.A-სგან და Finavias–ისგან. როგორც Italgas-ის პრესრელიზშია ნათქვამი, გარიგება უნდა დაიხუროს 2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ის დამტკიცდება მარეგულირებლების მიერ. კომპანიების გაერთიანება გამოიწვევს ევროპის უმსხვილესი გაზის გამანაწილებელი ქსელის ოპერატორის შექმნას, რომლის სიგრძე 155 ათასი კილომეტრი იქნება. Italgas […]

გერმანელი დეპუტატის მიმართ გამოძიება დაიწყო ბელარუსში სავარაუდოდ, პატიმრების შრომის გამოყენებისთვის

გერმანიაში, საქსონიის ფედერალური მიწის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატ იორგ დორნაუს წინააღმდეგ. ის მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია და ბელარუსში ფლობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას. სააგენტო dpa-ს ცნობით, საქმე ეხება ბელარუსში, დორნაუს საკუთრებაში არსებულ ხახვის მინდვრებში სამუშაოდ პატიმრების შესაძლო გამოყენებას. გერმანელმა დეპუტატმა სააგენტო dpa-ს და მაუწყებელ DW-ს შეკითხვებს პასუხი არ გასცა. […]

დღეს, თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ყვარლის, ოლღა ბახუტაშვილის, ხომერიკის, უშაკოვის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ტვიშის, რატილის, თოლენჯის, წალენჯიხის, მთისძირის, საბარგოს, შალვა მშველიძის და გეზათის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის […]

ფლორიდას მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება

აშშ-ის ფლორიდის შტატს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ოთხშაბათს მთელი ძალით დაატყდება თავს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპა ბეისს. ფლორიდელებს მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მოემზადონ. გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ევაკუაციის დრო სწრაფად იწურება. „უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება მონსტრი,” – აღნიშნა გუბერნატორმა დესანტისმა. აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციი24 საათზე ნაკლებ დროში ის თ, […]

დღეს წმიდა არსენი დიდის ხსენების დღეა

წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში. აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ (ხს. 5 ოქტომბერს), გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. […]

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს. დღეს, 8 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში შეხვედრა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შედგება. პარტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აუდიენციაზე პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სხვა ლიდერებთან ერთად 15:00 საათზე მივა. როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით […]

დონალდ ტრამპი – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის “რესპუბლიკური” კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელებმა არასდროს უნდა დაივიწყონ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები. ”ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ იმ დღის კოშმარს. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა სამხრეთ ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. მისი მტკიცებით, შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ანტისემიტიზმმა მოიცვა და […]

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – როდესაც ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არ შეგვიძლია იმავდროულად მეომარ მხარეებს იარაღი მივაწოდოთ

ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალის გამოყენებამ გზა უნდა დაუთმოს დიალოგისა და დიპლომატიის გამოყენებას, – The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამიტომ საფრანგეთი, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, მოუწოდებს ღაზას, ისევე როგორც ლიბანს, ცეცხლის შეწყვეტისკენ და როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, არ შეგვიძლია იმავდროულად მივაწოდოთ თავდასხმითი […]