EU: დემოკრატიის უკუსვლის შედეგად საქართველო ევროკავშირის €121 მლნ-ის დახმარებას დაკარგავს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს. “ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება”, – ნათქვამია EU-ის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 2022 წელს აუთვისებელი – 12 მილიონი, 2023 წელს – 72 მილიონი და […]

მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე – ნებისმიერი კანდიდატურა უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ეს მკაფიოდ ვუთხარით – ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს

არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით [პრეზიდენტს], – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ლიდერების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა […]

ანა დოლიძე – დისკუსია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ ყოფილა – 26 ოქტომბერი იმისთვისაა, რომ ხალხმა დაადგინოს, ვინ იქნება მინისტრი და ვინ – პრემიერი

არავითარი დისკუსია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე იყო პროცესის განხილვა – დღეს არაფერს წარმოვადგენთ. ხალხი თუ მოგვცემს ძალას, მერე დავსხდებით და ყველა კანდიდატურაზე შევთანხმდებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს, პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერი იმისთვისაა, რომ ხალხმა დაადგინოს ვინ იქნება მინისტრი და ვინ […]

გია ჯაფარიძე – ჩვენი მოლოდინია, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და იქნება ძალიან კრიტიკული „ქართული ოცნების“ მიმართ

„ქართული ოცნება“ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური ხელისუფლება – ევროკავშირი ცდილობს, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინია, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, ქართველი ხალხის მხარდამჭერი იქნება და ასევე ძალიან კრიტიკული […]

სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მილიონი აშშ დოლარიდან აუქციონზე 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა

ეროვნული ბანკის დღეს გამართულ საქართველოს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მილიონი აშშ დოლარიდან აუქციონზე 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა. „შეგახსენებთ, რომ სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობისა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად მიმართავს სავალუტო ინტერვენციებს. ბოლო […]

გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან

გაერო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია(ეუთო) და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ ცხინვალში ჟურნალისტებს განუცხადა გაეროს დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ჯიჰან სულთანოღლუმ. “ჟენევის დისკუსიები, თავისი განმარტებით და დამფუძნებელი დოკუმენტების მიხედვით, ჟენევაში უნდა იმართებოდეს. აქედან გამომდინარე, სამივე ორგანიზაცია, რომლებიც თანათავმჯდომარეებს წარმოადგენენ – გაერო, ეუთო და ევროკავშირი – მხარს დაუჭერენ ჟენევას, როგორც [შეხვედრების] ადგილის შენარჩუნებას”, […]

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი დოლარი გამოიტანა, გაიყიდა მხოლოდ $48.5 მილიონი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი დოლარი გამოიტანა, გაიყიდა მხოლოდ $48.5 მილიონი 2024 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე გაიყიდა 48 500 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა. ეს 2024 წლის რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა შედეგადაც სებმა წელს ჯამში 217 მილიონი […]

ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული დესტაბილიზაციური ქმედებებისთვის რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული დესტაბილიზაციური ქმედებებისთვის რუსეთს სანქციებს დაუწესებს ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი მექანიზმი, რომელიც რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული დესტაბილიზაციური ქმედებებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ამიერიდან ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან […]

„ივანიშვილი ის კაცია, რომელიც ამბობდა, იმქვეყნიური ცხოვრების არ მჯერაო და წინასაარჩევნოდ ეკლესიის მთავარ დამცველად მოაქვს თავი“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: „ისე, როდესაც ერთმანეთისგან შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი ვერ გაგირჩევია, რა პატრიოტობანას და კონსერვატორობანას მეთამაშები?! ბიძინა ივანიშვილი ის კაცია, რომელიც 2012 წელს ამბობდა, იმქვეყნიური ცხოვრების არ მჯერაო ანუ ღმერთის არ მწამსო, მერე 2014 წელს საკუთარ გუნდს პარლამენტში ძალით გაატანინა ანტიდისკრიმინაციული კანონი, მიუხედავად ეკლესიის პროტესტისა, რამდენიმე წელიწადში კი მარიხუანას პლანტაციების დასათესად აპირებდა კანონის მიღებას და […]

„ცხინვალში რესტორანში დათვრნენ და ერთმანეთს სატაბელო იარაღი დაუშვეს იქაური შსს-სა და თავდაცვის თანამშრომლებმა“ – თენგო გოგოტიშვილი

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი: „ცხინვალში რესტორანში დათვრნენ და ერთმანეთს სატაბელო იარაღი დაუშვეს იქაური შსს-სა და თავდაცვის თანამშრომლებმა. შსს თანამშრომელი იბრაიმ ცხურბატი, რომელიც ყველაზე მძიმედაა, ვლადიკავკაზში კი არ წაათრიეს ან მოსკოვში, პირდაპირ თბილისში ჩამოიყვანეს, ჩაუტარეს რამდენიმე ოპერაცია და ახლა რეანიმაციაში დაჰფოფინებენ თავს. ყურადღება – “ჩვეულებრივ” მოქალაქეზე არ მაქვს საუბარი, სეპარატისტ “ძაღლზე” მაქვს საუბარი. არსებაზე, რომელიც, შემთხვევით რომ […]