ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს, 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. 25-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, სავარაუდოდ, ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, შეიცვლება. რეზოლუციაში შესულია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების საკითხი და წერია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს “მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის […]

ადამიანის უფლებათა ცენტრი: მოვუწოდებთ შს მინისტრს, გააუქმოს ბრძანება, გაათავისუფლოს ხარება

უფლებადამცველთა გაერთიანება ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უფლებამოსილება გაუზარდოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მეტსახელად “ხარებას”, რომელიც სანქცირებულია აშშ–ის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკი დარბევების საპასუხოდ. გაერთიანება მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, გააუქმოს ბრძანება და გაათავისუფლოს ხარება. განცხადება: “2024 წლის აპრილი-მაისში, პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული […]

მიჩიგანი ტრამპის და ჰარისის ყურადღების ცენტრში

მიჩიგანი ერთ-ერთია იმ ათზე ნაკლებ შტატს შორის, სადაც პრეზიდენტობის ბედი შეიძლება გადაწყდეს. ნახეთ, როგორი მიდგომა აქვთ დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს ამ შტატის ამომრჩევლის მიმართ და როგორ ცდილობენ შტატის ხმების უმრავლესობის და საბოლოოდ, ამომრჩეველთა კოლეგიის 15 ხმის მოპოვებას.

ამერიკელი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ექს-პრეზიდენტი ტრამპი პუტინს არაერთხელ ესაუბრა

ამერიკელი ჟურნალისტი, გამოცემა Washington Post-ის ყოფილი რეპორტიორი ბობ ვუდვორდი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ რამდენჯერმე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ ვუდვორდი წერს ახალ წიგნში „ომი“, რომლის გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. მანამდე ზოგიერთი ფრაგმენტი ამერიკულმა მედიასაშუალებებმა 8 ოქტომბერს გაავრცელეს. ვუდვორდის წყაროა ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწე, რომლის თანახმად, 2024 წლის […]

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს თბილისში 4 ლოკაციიდან მარში გაიმართება

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება. მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები – ჩემი ხმა ევროკავშირს, საქართველოს მომავლის აკადემია, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ყვარლის ევროკლუბი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო. “საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს შეხვდება. „ეს ვიზიტი კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის არსებულ მზარდ მჭიდრო ურთიერთობებს ხაზს უსვამს“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს […]

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

შრომის ბიულეტენი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით პასუხობს აქტუალურ შეკითხვას – როგორ იმოქმედოს დამსაქმებელმა ორსულობის შესახებ შეკითხვის დასმის გარეშე თუ აკრძალულია კონკრეტულ სამსახურში ორსული ქალის დასაქმება? სშკ-ის 11(1) მუხლის თანახმად, „დამსაქმებელს უფლება აქვს, მოიპოვოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის […]

2025 წლიდან დუბროვნიკი ტურისტებისთვის ძველ ქალაქში ვიზიტებს შეზღუდავს

ტურისტებში პოპულარული ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის ხელისუფლება 2025 წელს ოვერტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში შეზღუდავს ძველ ქალაქში ვიზიტებს, იუწყება პორტალი Skift. 2025 წლიდან დუბროვნიკის ძველ ქალაქში „სპეციალური მოძრაობის ზონა“ გამოჩნდება. ტურისტული ავტობუსების და ტაქსების მუშაობის რეგულირებისთვის მობილური აპლიკაცია იმუშავებს. ტაქსების რაოდენობა, რომლებსაც ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, 9 ათასიდან 700-მდე შემცირდება. ამასთან, უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა დუბროვნიკის ძველ […]

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, შესაძლოა, სატელეფონო საუბარი გაიმართოს

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, შესაძლოა, სატელეფონო საუბარი გაიმართოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Axios-ის ცნობით, სატელეფონო საუბრის თემა ირანის სარაკეტო იერიშზე ისრაელის პასუხი და თავდასხმის შესაძლო სამიზნე ობიექტები იქნება. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის სურს დარწმუნდეს, რომ ირანის მნიშვნელოვან ობიექტებზე ისრაელის შეტევა არაპროპორციული არ იქნება. როგორც სააგენტო […]

ირაკლი ქარსელაძე – 2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტზე მუშაობა. 200 კმ ქსელიდან 150 კმ უკვე მოწყობილია. პროგრესია წყალარინების მიმართულებითაც, სადაც სამუშაოების 40 % დასრულებულია. 2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. წყალარინების მიმართულებით კი სამუშაოები გაგრძელდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა […]