9 თვეში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლის I-III კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იანვარი- სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია. 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის […]

ვალენსიაში უძველეს ფრესკებს ბაქტერიების დახმარებით აღადგენენ

ვალენსიაში (ესპანეთი) ეკლესიების უძველესი ფრესკების რესტავრაციას ბაქტერიების დახმარებით აპირებენ. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ტექნიკა შეიმუშავა მიკრობიოლოგმა პილარ ბოშმა. მან ავარჯიშა ბაქტერიები ფერმენტის წარმოებისთვის, რომელიც არღვევს წებოვან ფენას ხელოვნების ნიმუშებზე. იდეა პილარს 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც ის ეძებდა თემას სადოქტორო დისერტაციისთვის და წააწყდა სტატიას ხელოვნებაში ბაქტერიების გამოყენების შესახებ.

კარტელური გარიგებები, კორუფცია და ნეპოტიზმი – რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში?

ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი კახა ნურალიძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ კარტელურ გარიგებებზე საუბრობს. ,,კომერსანტთან’’ ექიმი აცხადებს, რომ კლინიკებსა და სასწრაფო დახმარების სისტემას შორის გარიგებები იდება, შედეგად სასწრაფოს პაციენტები კონკრეტულ კლინიკებში გადაჰყავს, რაც სამედიცინო დაწესებულებებს ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს. ,,კონკრეტული კლინიკები ურიგდებიან სასწრაფო დახმარებას და მათთან შეჰყავთ პაციენტები. მიუხედავად შემოთავაზებებისა ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია. ეს საუბრები მე […]

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სურვილები აკონტროლოთ და დაუფიქრებელ ქმედებებს ერიდოთ. შესაძლოა, რომ სრულიად უსარგებლო ნივთში, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებთ, დიდი ფული დახარჯოთ და ოჯახის ბიუჯეტი დააცარიელოთ. ეცადეთ, ურთიერთობაში გულწრფელი იყოთ და ის, ვინც გენდობათ, არასოდეს მოატყუოთ. მაშინ გაიგებთ, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ უბრალოდ სარგებლობს თქვენით. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევა შეიძლება. კურო ამ […]

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება. დღეს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები მივლენ. ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე „კოალიცია ცვლილებისთვის“, “ძლიერი საქართველოსა”, და “ერთიანობა – ნაციონალური […]

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შს მინისტრს მოუწოდებს, ზვიად ხარაზიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს

უფლებადამცველთა გაერთიანება – „ადამიანის უფლებათა ცენტრი” შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ „მაღალი თანამდებობის პირების მსგავსი გადაწყვეტილებები და […]

ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე – ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დღეს, ციფრულ ეპოქაში, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის ფონზე, საფოსტო სფერო ვითარდება და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადამიანებს შორის კავშირების დამყარებაში. „ყოველდღიურად მილიარდობით საფოსტო გზავნილი მოძრაობს მილიონობით მომხმარებლისთვის. მთელი […]

ორბანი: შამპანურის რამდენიმე ბოთლს გავხსნით, თუ ტრამპი გაიმარჯვებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში “შამპანურის რამდენიმე ბოთლს გახსნის”. ორბანის თქმით, თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ის არ დაელოდება ინაუგურაციას და “დაუყოვნებლივ იმოქმედებს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისთვის”. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს, რომ “დასაკარგი დრო არ არის”. “ჩვენ ჯერ უნდა ვიმოქმედოთ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ სტრატეგიულად”, – ამბობს ორბანი. აშშ-ის […]

„საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება“ – მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი

„საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება“ – მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს აფასებს მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ვირჯინია მესინა. “ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიას, რათა განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმ კონტექსტში, რომ ჩვენ […]

სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღე აღინიშნება

ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო […]