პაპუაშვილი: აღმაშფოთებელია, რომ რეზოლუციაში მოთხოვნილია ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება. მან რეზოლუციაზე საუბრის დროს გამოიყენა იგივე შეფასება, რაც ევროკავშირის ელჩმა „ქართული ოცნების“ ბანერების შეფასების დროს. პაპუაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“. „რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, […]
შალვა პაპუაშვილი – არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიცირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიცირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაპუაშვილმა მოუწოდა ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც, მისი თქმით, […]
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აპრილსა და მაისში გამართულ აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ორგანიზაციის წარმომადგენელ იურისტებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა, 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. […]
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია

საერთაშორისო გამოცემა Global Finance – მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა, როგორც მსოფლიოში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. Global Finance – მა უკვე 25-ედ, ყოველწლიურ დაჯილდოვებას „Global Finance’s 2024 World’s Best Digital Bank Awards Ceremony“ – ს ლონდონში უმასპინძლა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა . საქართველოს ბანკს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული […]
Ryanair მთლიანად ონლაინ და აპლიკაციით დარეგისტრირებაზე გადადის

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair 2025 წლის მაისიდან ქაღალდის ბილეთებსა და აეროპორტებში სარეგისტრაციო ადგილებზე უარს ამბობს. ინფორმაციას The Irish News ავრცელებს. კერძოდ, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო’ლირი ავიაკომპანიის მგზავრებს დაჟინებით ურჩევს, აეროპორტში მისვლამდე რეისებზე მხოლოდ ონლაინ ან აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირდნენ, ხოლო თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, რეისზე ჩასხდომისას დამატებით 55 ფუნტის (დაახლოებით, 65 ევროს) გადახდა მოუწევთ. […]
ბაზისბანკი, 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ს მიერ, პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა, რაც აღნიშნულ ნომინაციაში ბაზისბანკის ზედიზედ მეორე საერთაშორისო აღიარებაა. Global Finance-ის დაჯილდოებაზე საერთაშორისო წარმატება ბაზისბანკის თანმიმდევრული ზრდის, ლიდერობის და კორპორატიულ საბანკო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების მიწოდების დადასტურებაა. ბაზისბანკი 2024 წლის განმავლობაშიც დინამიურად ვითარდება და იურიდიული […]
ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მოსკოვში გამართულ სამიტზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას „დსთ-ს ოჯახის“ ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს. „ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს. […]
ლევან დავითაშვილი – ეკონომიკის წინსვლას მივაღწევთ, თუ შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას და პროგნოზირებად საინვესტიციო გარემოს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის სამგორის რაიონში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური მიზნები და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაში სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და „ქართული ოცნების“ დელეგატი […]
კვარაცხელია დაისვენებს, გოგლიჩიძე დაიწყებს… “ფრანგული” შეტევა?! – საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

უკრაინის ნაკრებთან დაპირისპირება კარს მოგვადგა. საქართველოს ეროვნული გუნდის სავარაუდო შემადგენლობის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია, მიუხედავად იმისა, მასში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით. არაერთეხელ დაგვიფიქსირებია, რომ სასტარტო თერთმეტეულის შერჩევისას პროცესების შიგნიდან დაკვირვება მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი ვარაუდები თითქმის მთლიანად მართლდება. კვარაცხელიამ მზადება ინდივიდუალურად დაიწყო… რა არის ახლა საკვანძო საკითხები? პირველ რიგში, ვილი სანიოლი კვლავ ეცდება, ძირითადში იმ გამოკვეთილ […]
Loladze Family Winery-ის ღვინო ავსტრალიაში გაიყიდება

Loladze Family Winery-ის ღვინო ავსტრალიაში გაიყიდება. ამის შესახებ Loladze Family Winery-ის დამფუძნებელმა ერეკლე ლოლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ავსტრალიასთან შეთანხმება მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა და პირველი ექსპორტი წლის ბოლომდე განხორციელდება. გარდა ამისა, ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის ღვინოები “8000 მოსავლის” გერმანიის ფილიალშიც იყიდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – ერეკლე ლოლაძის ინფორმაციით, მათი ღვინის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და […]