ზურაბ ჭიაბერაშვილი – გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს რეზოლუცია დაადასტურებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპის კავშირის მხარდაჭერა – ევროპელებს იმედი აქვთ, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროპის სასარგებლოდ

გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპელი ხალხების, ევროპის კავშირის მყარი და მკაფიო მხარდაჭერა იმ არჩევანში, რომელიც გაკეთდება 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას ესწრებოდა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მონრეალის ოქმის ვალდებულებათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“, გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის […]

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – შალვა პაპუაშვილი

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – შალვა პაპუაშვილი „ევროპარლამენტმა გუშინ განიხილა და დღეს მიიღებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რიგით მეოთხე რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – განაცხადა […]

„კარგი იქნებოდა, გარე აქტივების მმართველებისთვის ბაზარი გახსნილიყო, ეს მეტ კონკურენციას მოიტანდა“ – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ მოქალაქეებს უფლება უნდა მიეცეთ, საპენსიო დანაზოგები კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადაიტანონ. როგორც გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, ამ მიმართულებით ბაზრის გახსნა დადებითად აისახება კონკურენციაზე და თავის მხრივ, საპენსიო ფონდის მონაწილეებზე. მისივე თქმით, მსგავსი შესაძლებლობის გაჩენა განსაკუთრებით მას შემდეგ იქნება კარგი, როდესაც საპენსიო დანაზოგების ზომა გარკვეულ ნიშნულს მიაღწევს. „კარგი […]

ლიბერთის სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი “გვირილა” შეუერთდა

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მარკეტების ქსელთან „ გვირილა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, სოციალური ბარათის მფლობელები, ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ. „საბითუმო ფასით“ ისარებლებენ. ამასთან, მარკეტების ქსელი „გვირილა“ მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად ლოიალობის, კერძოდ „მეგობარი ბარათის“ დაგროვებით პროგრამას სთავაზობს. „მეგობარი ბარათის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს 5% ,,გვირილა ქულების“ სახით უბრუნდება და აღნიშნული „გვირილა […]

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება – ალექსანდრე ლუკაშენკო

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება – ალექსანდრე ლუკაშენკო ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მოსკოვში გამართულ სამიტზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას „დსთ-ს ოჯახის“ ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს. „ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, […]

თანაინვესტირების ფონდის აქციონერი ეკატერინე ხვედელიძეა

თანაინვესტირების ფონდის აქციონერი ეკატერინე ხვედელიძეა თანაინვესტირების ფონდის ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის” შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის “გალერია ჰოლდინგის” მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. “2023 და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის მშობელ კომპანიას სრულად ფლობდა GCF Luxemburg (რეგისტრირებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში) და ჰოლდინგის საბოლოო მშობელი კომპანიაა GCF LP (რეგისტრირებულია […]

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი დაითხოვა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი დაითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი, ფუკუშირო ნუკაგა ავრცელებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ 27 ოქტომბერს გასამართი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. შეგახსენებთ, შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის პარლამენტმა 1-ელ ოქტომბერს დაამტკიცა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ფუმიო კიშიდა შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი – უცხოელების მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან – ფრონტია შეკრული, რომ ჩვენთვის არათანაბარი პირობები შექმნან

ზოგი უცხოელის მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და აბსოლუტური სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან – ფრონტია შეკრული ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი პირობები შექმნან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებს, […]

ლუკაშენკა საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას მიესალმებოდა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მოსკოვში სამიტზე განაცხადა, რომ ისურვებდა „დსთ-ს ოჯახის“ აღდგენას მისი ყოფილი შემადგენლობით. „კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ოჯახს საქართველო რომ დაბრუნებოდა. აღედგინა თავისი სრულფორმატიანი მონაწილოება მოლდოვას, გონს მოგებულიყო უკრაინის ხელისუფლება, ნორმალური ცხოვრების აღსადგენად რომელშიც მონაწილეობაც მოგვიწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ , რომ ასეც იქნება. უბრალოდ ეს დროის საკითხია“, – ციტირებს ლუკაშენკას სიტყვებს სააგენტო […]