გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის – ხალხში თავს ვერ ყოფენ

„ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის – ხალხში თავს ვერ ყოფენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „გორბის“ კვლევა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” მარცხდება, ხალხი კი იმარჯვებს. „ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის. ისინი მარცხდებიან. ხალხში რომელიმე […]
გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ დასრულდება ფასების მონოპოლია, აიწევს ჩვენი წარმოების ფასი, გაიაფდება ყველა იმპორტული პროდუქცია

ქართველი ხალხი უარს ეუბნება ივანიშვილს და რაც მთავარია, ქართველი ხალხი ირჩევს წინსვლას, კეთილდღეობას, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, ის უსამართლობა, რაც შეიქმნა “ ქართული ოცნების” მმართველობის დროს, როგორიცაა ფასების მონოპოლია, 26 ოქტომბერს დასრულდება. „საქართველო ერთიანია ისე, როგორც არასდროს. საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ქართველი ხალხი ირჩევს […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ციხისძირი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:00- საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ზემო და ქვემო ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00- საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, […]
გიორგი ბარამიძე – ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა ფრაქციამ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ეს არა მარტო ივანიშვილის ხელისუფლებას, არამედ, სალომე ზურაბიშვილსაც ეხება

ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა ფრაქციამ საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ეს არა მარტო ივანიშვილის ხელისუფლებას ეხება, არამედ, სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეწყალების ბერკეტები აქვს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, „ქართული ქარტია“ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან შესაბამისობაში ვერ იქნება. „ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო […]
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ოზურგეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ქალაქ ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. „არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა, შეიცვალა ქალაქ ოზურგეთის იერსახე, ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები, მოეწყო კომუნიკაციები, განახლდა პარკები სპორტული, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი […]
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის V მ/რ-ში N17 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს არსებული პოლიტიკური საკითხები, ისაუბრეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და „ქართული ოცნების“ გეგმებზე. ასევე, ხაზი გაესვა მმართველი პარტიის მიერ დელეგატის ინსტიტუტის შემოღებას. დელეგატის თქმით, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ყველაზე რელევანტური სისტემა, რომლის […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეული იყო ექსპერტი, ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე. მისი ლექცია ეხებოდა ურთიერთობის ხელოვნებას, სიტყვის, ქცევის, ემოციის მართვასა და მის გავლენას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. „შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ახალგაზრდები აქტიურობდნენ და ბევრი საინტერესო კითხვაც დასვეს. შეხვედრის დროს […]
,,უსმინეთ შალვას” – შალვა ნათელაშვილის ახალი პროექტი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი განცხადებას აქვეყნებს: ,,ჩემო ძვირფასებო, ტოტალური სატელევიზიო ბლოკადის გამო, რაც დაგვიწესა პირველ რიგში ოლიგარქიულმა ოპოზიციამ, მივიღე გადაწყვეტილება, არჩევნებამდე გადავიდეთ ფეისბუქ-ჩართვების ყოველდღიურ რეჟიმზე, რუბრიკით – “უსმინეთ შალვას”, რათა ზუსტად ავსახოთ ყოველდღიური პროცესები, რომლებიც ისტორიულია ქვეყნისა და ჩვენი მომავლისათვის. გადაცემა დაიწყება დღეიდან, ყოველდღიურად 20:30-ზე და გაგრძელდება ნახევარი საათი. კითხვებზე ჩვეულებრივ გაეცემა პასუხი. გზადაგზა […]
ქიმიაში ნობელის პრემია სამმა მეცნიერმა მოიპოვა ცილების კომპიუტერული დიზაინისა და პროგნოზირებისთვის

ქიმიის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია დევიდ ბეიკერმა, დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა მოიპოვეს ცილების კომპიუტერული დიზაინისა და მათი სამგანზომილებიანი სტრუქტურის პროგნოზირებისთვის. ამის შესახებ დღეს განაცხადა ნობელის კომიტეტმა. დევიდ ბეიკერმა მიიღო ჯილდო „პროტეინების კომპიუტერული დიზაინისთვის“. მისი მუშაობა სრულიად ახალი ცილების შექმნის საშუალებას იძლევა. დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა Google-ის შვილობილი კომპანია Google DeepMind-იდან გამოიყენეს ხელოვნური […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას ახუნდმა ელდანიზ სადიკოვმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას ახუნდმა ელდანიზ სადიკოვმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. აღნიშნულ ინფორმაციას “ქართული ოცნება“ ავრცელებს. როგორც სადიკოვმა აღნიშნა, „ერთობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების მიზნები სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსახლეობას მოუწოდებს ოპოზიციას ხმა არავითარ შემთხვევაში არ მისცენ და მხარი მმართველ პარტიას დაუჭირონ, რომელიც საქართველოში მშვიდობის […]