ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი – დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან წინსვლა აღარ მოხდეს და გამოვლინდეს ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს. რეზოლუცია გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში […]

გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრაზე – კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა – შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის

[შეხვედრაზე] კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა – შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის დაპირება, რომ […]

ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი – ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი ევროპულ მომავალზე მაღლაა დაყენებული – „ქართული ოცნება“ სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით ცდილობს შიშის ატმოსფეროს გაღვივებას

ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული, – ამის შესახებ საუბარია რეზოლუციის პროექტში „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს უნდა უყაროს კენჭი. რეზოლუციის პროექტი თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით ცდილობს შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. „ქართლი ოცნების“ დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა […]

გიორგი ვაშაძე – ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი დაასრულეს ევროპელმა პარტნიორებმა – ევროპარლამენტის რეზოლუცია პირდაპირ გვეუბნება, თუ გინდათ, ევროკავშირის წევრი გახდეთ მოიშორეთ ბიძინა და „ქართული ოცნება“

ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი დაასრულეს ევროპელმა პარტნიორებმა – ევროპარლამენტის რეზოლუცია პირდაპირ გვეუბნება, თუ გინდათ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ მოიშორეთ ბიძინა, მოიშორეთ „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ განმარტა, ის დარწმუნებულია, რომ ხალხი 26 ოქტომბერს“ ივანიშვილს მოიშორებს“. „რეზოლუცია კარგად უნდა წაიკითხოს ყველამ. ეს რეზოლუცია ნიშნავს, რომ საქართველოს […]

12 ოქტომბერს დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრა გადაიდო

12 ოქტომბერს დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრა გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე მდებარე საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. „2024 წლის 12 ოქტომბრის ღონისძიება გადაიდო. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრების შესახებ განცხადებები მალე გაკეთდება“, – განაცხადეს „რამშტაინის“ ბაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისში. შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „მილტონის“ […]

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. “აგენტების კანონზე” გადაწყვეტილება გამოაცხადა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ ვერ დაინახა მყისიერი საფრთხე „აგენტების კანონის“ აღსრულებაში და არ შეაჩერა მისი მოქმედება. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის, ოპოზიციონერი დეპუტატების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელები მხოლოდ ნაწილობრივ მიიღოს განსახილველად. კერძოდ, დაადგინოს, კანონის სხვადასხვა ნაწილი რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს: · […]

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ ტრევორ რიდს დაუსწრებლად მიუსაჯა 14,5 წლით პატიმრობა დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ ტრევორ რიდს დაუსწრებლად მიუსაჯა 14,5 წლით თავისუფლების აღკვეთა უკრაინის არმიაში გაწევრიანების ბრალდებით. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. განაჩენის თანახმად, რიდი, რომელიც მანამდე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა, 2023 წლის მაისში დაქირავებულ მებრძოლად ჩაირიცხა უკრაინის არმიაში. რიდმა გაიარა სამხედრო მომზადება და მონაწილეობა მიიღო დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში, რისთვისაც ფული მიიღო. რუსეთის […]

უვიზო რეჟიმის გადახედვა და სანქციები ივანიშვილს – ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი – ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას, რომლის აღსრულებაც არაა სავალდებულო, მხარი დაუჭირა 495-მა ევროპარლამენტარმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, ხოლო 86-მა ევროდეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კრიტიკული ტექსტი ერთობლივად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა. […]

Nvidia მსოფლიოს მეორე უმსხვილესი კომპანია გახდა

უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, აქციების ღირებულების ზრდის შედეგად, Nvidia-მ სოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში მეორე ადგილი დაიბრუნა. ბოლო მონაცემებით, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $3.13 ტრილიონს უტოლდება, ხოლო თითო აქციაზე ფასი $127-ს აღწევს. ორშაბათის მონაცემებით, Nvidia-ს აქციების ფასი 4.25%-ით გაიზარდა და $130.64-ს მიაღწია, რაც ჩიპების მწარმოებლისთვის, 26 აგვისტოს შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, ექვსი კვირის პაუზის შემდეგ, Nvidia-მ […]

პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია „ჯიექს კვადრატის“ მიერ მოქალაქეთა კუთვნილი სამი მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გახსნა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,ჯიექს კვადრატი“ დააფუძნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა […]