თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით – ეს გადაწყვეტილება იყო სწორი , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა გამაცხადა, რითაც “უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, არგუმენტების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მმართველმა გუნდმა სარჩელი წააგოს. “მთავარი ის […]

კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებს მადლობას უხდის

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა ღონისძიებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. „გასულ უქმეებზე დედაქალაქმა „თბილისობა“ იზეიმა. მოხარული ვარ, რომ თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა დღესასწაულმა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის […]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში ახლადრეაბიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა. შენობა, რომელიც 250-ზე მეტ მოსწავლეზეა […]

დავით მორგოშია აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვალერი არქანიას არტგალერეაში მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებთან გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ შემოქმედებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთის კულტურის განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე, ახალი პროექტების დაფინანსებაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და სხვა […]

ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია

ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს,- ამის შესახებ საუბარია რეზოლუციის პროექტში „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს უნდა უყაროს კენჭი. რეზოლუციის პროექტის თანახმად, კანონით, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა […]

ირაკლი კობახიძე – ბედნიერებაა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანება – ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მიმართული იყო ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ეს ქველმოქმედებაც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა

ძალიან დიდი ბედნიერებაა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანება – ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არსებითად იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და მისი ეს მორიგი ქველმოქმედებაც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს […]

“[ყურძნის სუბსიდირების] აუცილებლობა ჯერ კიდევ არის” – ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ ყურძნის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არსებობს. ამის შესახებ მეხუზლამ TV მაესტროს ეთერში ისაუბრა. “ჯერ კიდევ არის ამის აუცილებლობა. სამწუხაროდ, მოთხოვნა ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს ყურძნის რეალიზაციას. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორიც, თითოეული ვენახის უკან ადამიანები დგანან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ […]

59 NGO: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

59 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ კანონზე და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს. სასამართლოს ჰქონდა ისტორიული […]

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე. მისი თქმით, რეგულირებად სექტორებში დადგენილია გრძელვადიანი ტარიფები, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ტარიფების გადახედვა […]

ბუნდესტაგის რეზოლუცია – საქართველოსათვის საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ

საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ, – ამის შესახებ საუბარია რეზოლუციის პროექტში „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგმა კენჭი 10 ოქტომბერს უნდა უყაროს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია „ქართული […]