ღარიბაშვილი რეზოლუციაზე: თავხედური ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. “მე ამას საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას დავარქმევდი. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ისეთი პირდაპირი, უხეში და თავხედური ჩარევა ხდება, როგორც ჩვენი ქვეყნის საარჩევნო პროცესებში, და ჩვენს ხალხსა და ამომრჩევლებზე მანიპულაცია და […]

სამხარაძე რეზოლუციაზე: მსგავსი სასულეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი არასდროს მინახავს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა სამხარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია “სამარცხვინოა” და მას “სასულეების ერთად თავმოყრილ” დოკუმენტს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. “ქართული ოცნება არის დემოკრატიულ საწყისებზე არსებული პარტია, შესაბამისად, ქართული ოცნება ყოველთვის სცემს პატივს არჩევნების შედეგებს და არჩევნების შედეგები როგორიც იქნება, ისე მოიქცევა. შესაბამისად, ჩანაწერი სრულიად ზედმეტი იყო სრულიად. […]

,, ასუსტებენ თუ არა “ოცნებას”? კი. არის თუ არა ეს შიდა საქმეებში ჩარევა?” – რომან გოცირიძე

ევროოპრიმისტების წევრი, რომან გოცირიძე: ,,საცოდავმა ქოცპროპაგანდამ მათი რომელიმე ერთი მესიჯი ერთ კვირაზე მეტი ვერ შეინარჩუნა და იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. ბოლო ასეთი “მიმწოლი” და ჩამჭრელი კითხვაა, ერევა თუ არა ამერიკა და ევროკავშირი ჩენს შიდა საქმეებში, რადგან ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ, ასანქცირებენ ემუქრებიან და ა. შ. ძალიან მარტივადაა საქმე: მთელ დემოკრატიულ სამყაროს უნდა “ქართული” ოცნების დამარცხება ამ არჩევნებში. […]

,,შეცდომაა: გორბი რასაც წერს, ცესკოთი იგივეს დაწერას აპირებენო” – მიშა მშვილდაძე

,,ფორმულას” თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძე: ,,შეცდომაა: გორბი რასაც წერს, ცესკოთი იგივეს დაწერას აპირებენ – ცესკოში ქოცებს რაც უნდათ, იმის დაწერა რომ შეეძლოთ, ერთხელ მაინც დაწერდნენ, რასაც გორბი უწერს ხოლმე წინასწარ სამოც-სამოც პროცენტებს ყველა არჩევნების წინ და არცერთხელ, არც ერთხელ არ იქნებოდა მეორე ტურები და ვერავითარ ყვავილების თაიგულიან ხაინდრავაზე ღადაობები ვერ იარსებებდა ბუნებაში. სწორია: გორბი რასაც წერს, […]

,,მე მირტყამდნენ სკოლის მასწავლებლები… მუსიკის, გეოგრაფიის, ისტორიის..” – თამარ ჩერგოლეიშილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,მე მირტყამდნენ სკოლის მასწავლებლები… მუსიკის, გეოგრაფიის, ისტორიის.. (ნორმა იყო, საცოდავ ბიჭებს ყველა ურტყამდა, ვისაც არ ეზარებოდა) რომ გითხრათ, ვისტრესებოდი და პატივმოყვარეობას მილახავდა მეთქი, მოგატყუებთ – ვხვდებოდი, რომ წყობიდან გამომყავდა და უფრო მათი სისუსტის ნიშნად აღვიქვამდი. მართლა ძაან ძლევამოსილი ვიჯექი ხოლმე მერე, სრულიად გაპუტულ, მოჩეჩილ – დაკაწრული მასწავლებლების მიერ, თითქოს ველურებზე გავიმარჯვე […]

რუსული კანონის შეჩერებაზე უარს NGO-ები მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატად აფასებენ

სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმაურებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ შეაჩერა საქართველოში რუსული კანონის მოქმედება. მათივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივი დასკვნები. “სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის […]

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი […]

გროშის ფასიც აღარ აქვს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებს, რასაც კუბილიუსის ჯგუფი იღებს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ „გროშის ფასიც აღარ აქვს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებს, რასაც კუბილიუსის ჯგუფი იღებს. მისივე თქმით, ეს რეზოლუცია იმავე ფასისაა, რაც სააკაშვილის გაყალბებული სამედიცინო დასკვნები ღირს. „გროშის ფასიც აღარ აქვს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებს, რასაც კუბილიუსის ჯგუფი იღებს. ეს რეზოლუცია იმავე ფასისაა, რაც სააკაშვილის გაყალბებული […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7257 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7257 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7257 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7230 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9885 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9909 ლარს შეადგენდა. […]

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება

მსგავსი სისულელეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასოდეს მინახავს და არასოდეს წამიკითხავს – ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე განაცხადა. მან დოკუმენტში გაკეთებულ რამდენიმე ჩანაწერზე გააკეთა კომენტარი. „მე ძალიან გამიჭირდება ამ რეზოლუციაზე სერიოზულად საუბარი და ალბათ, ჩემი პარლამენტში 4-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყველაზე არასერიოზული კომენტარი […]