ალექსანდრე წულაძე და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მასწავლებლებთან შეხვედრაზე ალექსანდრე წულაძემ პედაგოგების მხარდამჭერ ინიციატივებსა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. […]

მეუფე შიო – უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას – მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდებული შენაძენით გაამდიდრა კულტურული მემკვიდრეობა

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ(მუჯირი) იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. „ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. […]

თამარ გიორგობიანი კლასიკური ფრენბურთის ევროპის კომისიის წევრი (EVC) ოფიციალურად გახდა

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ გიორგობიანი კლასიკური ფრენბურთის ევროპის კომისიის წევრი (EVC) ოფიციალურად გახდა. ის საბჭოში თავის მოვალეობებს 2024-2028 წლის პერიოდში შეასრულებს. საქართველოს წარმომადგენლის გარდა ფრენბურთის ევროპის კომისიის წევრთა შორის არიან იტალიის, ესპანეთის, მონტენეგროს, მაკედონიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელორუსიის, სერბეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ავსტრიის, პოლონეთის და ესტონეთის წარმომადგენლები. კომისია არის ადმინისტრაციული საბჭოს […]

72 მოქალაქის ₾3.3 მლნ-ის დაუფლებისთვის დეველოპერული კომპანიის დამფუძნებლები დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,ჯიექს კვადრატი“ დააფუძნეს. კომპანია თბილისში, […]

“საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა” – 60-მდე ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 60-მდე ორგანიზაცია აწერს ხელს ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით რომლითაც არ შეაჩერა ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება და სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა. “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს […]

ნინო ლომჯარია – საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ვერ […]

ბათუმში არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის საქმეზე ცეკვის მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს – ბრალდება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. „პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის […]

რომის პაპი 11 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. ვატიკანის ცნობით, რომის პაპ ფრანცისკესა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა პარასკევს, 11 ოქტომბერს გაიმართება. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდება. ცნობისთვის, რომის პაპი ბოლოს უკრაინის პრეზიდენტს ივნისში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდა.

ნათია მეზვრიშვილი – “ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებულები მოატყუა, იმდენი არ გამოუშვიათ ციხიდან, რამდენსაც დაპირდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია შეახო ზონდერებს, რომლებმაც იძალადეს და სცემეს ქალები, ბავშვები და მოხუცები, როდესაც ისინი “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ. ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებულ “ამნისტიის შესახებ” კანონთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ამნისტია ანალიზზე დაფუძნებული არ ყოფილა და მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი უსამართლოა. ამასთან, მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებულები […]

გახარია: ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი ტექნიკური საკითხებია

პრეზიდენტის მიერ ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობის შესარჩევად პარტიებთან შეხვედრების ფარგლებში სალომე ზურაბიშვილს გახარია – საქართველოსთვის წევრები შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია პრეზიდენტთან შეხვედრით, ზურაბიშვილს მისი სტრატეგიული ნაბიჯები გააცნო და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა, ასევე დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატზე არ უსაუბრიათ. “ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას […]