დიმიტრი ხუნდაძე – ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი!

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არღუნის, თანიაანთკარისა და არაგვისპირის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, შეაჯამეს […]
გიორგი ბოტკოველი – ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს

მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები კიდე ერთხელ გვიდასტურებს ერთ რამეს, რომ ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა კაბალში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ბოტკოველის თქმით, გამარჯვების შემდეგ მთავარი, რასაც უზრუნველყოფენ, დაფასდება შრომა. „მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები კიდე ერთხელ გვიდასტურებს ერთ რამეს, რომ ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და […]
პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, საზღვარგარეთ მყოფ პირს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა და დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდას სთხოვდა. უარის მიღების […]
მიზანი კვარაცხელიასთვის ხელფასის მომატება თუ სხვა კლუბში გადაყვანაა – რა წერია ფიფას რეგლამენტში?

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელების საკითხი ჩიხშია შესული. ჟურნალისტი ჯანლუკა ვიგლიოტი წერს, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს, კლუბი კი ბონუსებიანად 6 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რომლის მიხედვით ის გუნდში რომელუ ლუკაკუსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს და ეს მაქსიმუმია, რისი შეთავაზების საშუალებაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გააჩნია. „კორიერე […]
ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი – ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია

ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია , – ასე აფასებს ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი ბარბარა რვოძი საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას. მისი შეფასებით, მოგზაურთა რაოდენობის მიხედვით საქართველოში ინდუსტრია და ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში. „მსოფლიო ტურიზმის დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. საქართველო ძალიან მშვიდობიანი ქვეყანაა და წლის თემატიკაც ტურიზმი და […]
ვინ შექმნა ბიტკოინი? – HBO-ს გამოძიება სატოში ნაკამოტოს შესახებ

ვინ შექმნა ბიტკოინი? – ეს ის შეკითხვაა, რომელიც უკვე დიდი ხანია მთელ მსოფლიოს აწუხებს. ერთი შეხედვით, ცნობილია, რომ ბიტკოინის შემოქმედი სატოში ნაკამოტოა, თუმცა თავად ეს სახელი ანონიმური ფსევდონიმია და მის მიღმა ვინ დგას, ზუსტად არავინ იცის. შესაძლოა, სატოში ერთი ადამიანი იყოს, ან დეველოპერთა ჯგუფი. ასევე, არ არის გამორიცხული, ამ ფსევდონიმის მიღმა რომელიმე ორგანიზაცია, კომპანია ან […]
„ამ ეტაპისთვის, ჯობს, თავი შევიკავოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის ბირჟაზე დაშვებისგან“ – მაია მელიქიძე

ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვება ადგილობრივ წარმოებას ჩაკეტავს – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს. მისი თქმით, იმპორტირებული ენერგიის ფასი ადგილობრივზე დაბალია, რაც ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს შეუქმნის. “დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა გენერირებული ელექტროენერგიის ჭრილში – ვიცით, რომ წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთთან არ არის დაბალანსებული, ვინაიდან, მოხმარების მაჩვენებელი უფრო […]
ვადაგადაცილებული სესხები 543.7 მლნ ლარი გახდა

აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 75.4 მლნ ლარით შემცირდა და 543.7 მლნ ლარს გაუტოლდა, – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს. სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების 45.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. „აგვისტოში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება ეროვნული და […]
ბერლინის საქალაქთაშორისო ელექტრომატარებლის მგზავრები მატარებლის მოსვლამდე გაიგებენ რამდენად სავსეა ვაგონები

ბერლინის საქალაქთაშორისო ელექტრომატარებლის მგზავრები მატარებლის მოსვლამდე შეძლებენ იმის დანახვას, თუ რამდენად სავსეა ვაგონები. ამის შესახებ გერმანიის რკინიგზის ოპერატორ კომპანია Deutsche Bahn-ში განაცხადეს, რასაც Berlin.de ავრცელებს. კერძოდ, ახალი სისტემა, Lightgate ქალაქის მატარებლის ვაგონების დატვირთვას რეალურ დროში ზომავს, რასაც პლატფორმის საინფორმაციო მონიტორებზე აჩვენებს. ვაგონებში მგზავრების რაოდენობას სენსორები 90%-იანი სიზუსტით ითვლიან. ბევრი ადგილის მაჩვენებელი მწვანე ფერია, ყვითელი საშუალო […]
გიორგი გახარია – ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იდგეს – რაც შეეხება ივანიშვილის ან სხვა ადამიანების დასანქცირებას, თავის თავს დააბრალონ

კახა კალაძე [ჯერ] მიხეილ სააკაშვილის პრომო ბიჭი იყო, შემდეგ ბიძინას პრომო ბიჭი გახდა, სულ მალე კიდევ ვიღაცის პრომო ბიჭი გახდება, აგერ ნახავთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ივანიშვილს ჩაჰყვებიან?! , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ არიან კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, რომლებსაც ნებისმიერ დროს „მთავრობაში […]