თურქეთის ავიახაზების პილოტი ფრენისას გარდაიცვალა

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სიეტლიდან სტამბულში მიემგზავრებოდა, ავარიულად დაეშვა ნიუ-იორკში მას შემდეგ, რაც ბორტის კაპიტანი გარდაიცვალა.
ავიაკომპანიის განცხადებით, სიეტლი-სტამბულის რეისის აფრენის შემდეგ 59 წლის პილოტმა გონება დაკარგა და მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმფრინავი ავარიულად ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში მეორე პილოტმა დასვა.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, გარდაცვლილი პილოტი თურქეთის ავიახაზებში 2007 წლიდან მუშაობდა და მარტში ჯანმრთელობის შემოწმებისას მას პრობლემები არ ჰქონია, რასაც შეიძლება მუშაობაში ხელი შეეშალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე