რელიგიის სააგენტომ ეროვნული არქივის IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დღეს მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ თემაზე – „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც წმ. ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციის რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციის მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, […]

ჯეიჰუნ მუჰამედალი – ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრისას ვრწმუნდებით, რომ მოსახლეობა დაიღალა „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით

ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრისას ვრწმუნდებით, რომ მოსახლეობა დაიღალა “ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით და სურს ცვლილებები, რომელიც დადგება 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ განაცხადა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლიდერები თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობენ. […]

მამუკელაშვილის “სან ანტონიომ” ბითაძის “ორლანდოს” სძლია

ამერიკის პროფესიულ საკალათბურთო ასოციაციაში ქართულიდერბი შედგა. საგამოფენო მატჩში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” და სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიო” შეხვდნენ.გამარჯვება მამუს “სან ანტონიოს” დარჩა – 107:97. მასპინძელთა შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარეს ერთმანეთის გვერდით ვიქტორ ვემბანიამამ და გამოცდილმა კრის პოლმა. პირველმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ მატჩი 5 ქულითა და 3 პასით დაასრულა. მათმა ქართველმა […]

ბუნდესტაგში “ოცნებას” პრორუსული პარტია გამოექომაგა

მას შემდეგ, რაც გერმანიის საპარლამენტო ორგანო ბუნდესტაგში “ქართულ ოცნებაზე” რეზოლუციის კრიტიკული პროექტი დარეგისტრირდა, განცხადება გაავრცელა ოპოზიციურმა პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AFD). პარტიამ საკუთარი პროექტიც დააინიციირა გერმანიის პარლამენტში და აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება “რეჟიმის ცვლილების პოლიტიკას” საქართველოში, არასამთავრობოების დახმარებას და შიდა საქმეებში ჩარევას”. AFD-ის პროექტის შინაარსი შიდა საქმეებში ჩარევასა თუ არასამთავრობოების დახმარებაზე თანხვედრაშია “ქართული ოცნების” ნარატივებთან. ამ პარტიის […]

ტეილორ სვიფტი მსოფლიოში უმდიდრესი მუსიკოსი ქალი გახდა – Forbes

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელმაც მილიარდერის სტატუსი შარშან მოიპოვა, Forbes-ის შეფასებით, მსოფლიოს უმდიდრესი მუსიკოსი ქალია. სვიფტის ქონება გასული წლის ოქტომბრის შემდეგ $500 მილიონით გაიზარდა და $1.6 მილიარდს მიაღწია. სვიფტის სიმდიდრის ზრდა, უმეტესწილად, პოპვარსკვლავის საერთაშორისო ტურნეს – Eras Tour-ის დამსახურებაა. უმდიდრეს მუსიკოს ქალთა რეიტინგში სვიფტს რიანა მოჰყვება. ბარბადოსელი მომღერლის ქონებას გამოცემა $1.4 მილიარდად აფასებს. რიანას სიმდიდრის […]

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიური „ნაპოლისა“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ლიგის Seria A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენციას უწევდნენ ბრემერი (“იუვენტუსი”), პატრიკ კუტრონე (“კომო”), სანტიაგო კასტრო (“ბოლონია”), ფედერიკო დიმარკო (“ინტერი”) და კრისტიან პულიშიჩი(“მილანი”).

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცვლილებებს ხელი მოაწერა. განახლებული საბუთი აღარ შეიცავს შეზღუდვებს, რომლებიც აქამდე იყო დაწესებული. ახალი საბუთის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში შესვლა 90-ზე მეტი დღით შეუძლია. აქამდე სავიზო რეჟიმი რიგ შემთხვევებში, როგორიც მაგალითისთვის არის დროებითი სამუშაო, რუსეთში 90 დღეზე ნაკლები ხნით დარჩენას ითვალისწინებდა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა 2008 […]

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“. მანამდე, საქართველოს […]

გიგი წერეთელი – მთელ საქართველოში ისევე, როგორც ლაგოდეხში ადამიანებს ძალიან კარგად ესმით სად არის საქართველოს მომავალი

არ არის ისეთი პირობები, რაც სახელმწიფოს მხრიდან სოფელში შრომას და წარმოებას ხელს შეუწყობს, რომ მათ შეძლონ თავისი ოჯახების ღირსეულად რჩენა და მხოლოდ ჩინოვნიკები არ ცხოვრობდნენ კარგად, – ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ იქნება ევროპული კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა, დიდი ეკონომიკური აქტივობა და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, 11 ოქტომბერს, 10:00-იდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, არახვეთი, ქვეშეთი და მიმდებარე სოფლებში; „ამასთან, 11:50-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს: მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, სოფელი გლდანი, წიწამური და მიმდებარე […]