პროკურატურამ ქობულეთში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9803 ლარია. […]
ტელეკომპანია იმედი ოპოზიციური პარტიების ვიდეორგოლების განთავსებაზე უარს ამბობს

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედი ეთერში ოპოზიციური პარტიების სარეკლამო რგოლების განთავსებაზე უარს ამბობს. ამის მიზეზად კი იმედი ტელეკომპანია მთავარის, ფორმულასა და TV პირველის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლითაც ისინი უარს ამბობენ ეთერში ქართული ოცნების არაეთიკური რგოლი გაუშვან. “ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე […]
“სიმართლე მწარეა… დეპუტატობაა თქვენი მთავარი მიზანი” – კობა ხაბაზი ოპოზიციას

პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი: ვიცი, რომ სიმართლე მწარეა. იქნებ გაჩუმება სჯობს, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს? ქართული ანდაზაა “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”, მაგრამ როგორ ავწონოთ თქმა სჯობს თუ არა-თქმა? არა და საფრთხე, რომელსაც ვგრძნობ, ჩვენს სამშობლოს ემუქრება! ხომ უნდა მოხერხება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მოძრაობის ორგანიზებაში ის გახადო საყრდენი, ვინც ტოტალური გაყალბებით გაპრეზიდენტდა. ხომ […]
“დაჯდეს ტვ იმედის ტრენდზე” – რა ეწერა იმ ცნობილ წერილში, რომელზედაც ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გახარიასგან მიიღო

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, იმედს და რუსთავი2–ს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ისინი ახლა მას არ დაუჭერენ მხარს, ნაციონალური მოძრაობის რევანშს უნდა ველოდოთ. გიორგი გახარია: მინდა მივმართო პარტიულ მედიებს, „იმედს“, „რუსთავი 2-ს“, მათ თანამშრომლებს, მათ მაყურებლებს: მეგობრებო, თქვენ თუ მართლა გაქვთ ის გაცხადებული სურვილი, რომ არ დაუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, იცოდეთ და შეხედეთ ამ უსუსურ […]
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამხრეთ კორეელ მწერალს ჰან კანს

სტოკჰოლმში 10 ოქტომბერს გამოცხადდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა. ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა სამხრეთ კორეელი ჰან კანი. ის ამ ქვეყნის პირველი ნობელიანტია ლიტერატურის დარგში. ჰან კანს ნობელის პრემია მიენიჭა „ღრმად პოეტური ლიტერატურული პროზისთვის, რომელიც გამოწვევაა ისტორიულ ტრავმებისთვის და აშიშვლებს ადამიანის სიცოცხლის სისუსტეს“ – წაიკითხავთ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების ტექსტში. კორეის გარეთ ჰან კანი […]
პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ფართოვდება

პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ფართოვდება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საფუძვლები გააფართოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღეზე მეტხანს დარჩენა შეეძლებათ. აქამდე 90 დღეზე მეტხანს რუსეთში ჩასვლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ იმ გამონაკლისით თუ ისინი სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდნენ. ეს შეზღუდვა სწორედ ამ მიზნების […]
უკრაინის საელჩო: საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებსა და არაეთიკურ ვიდეორგოლს ეხება და გმობს “საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში არჩევნების წინ”. საელჩოს განცხადების თანახმად, “სამარცხვინოა”, რომ ქართული ოცნება თავის პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს იყენებს. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობა “კრემლის ქსეროქსად” […]
ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით წიგნი „კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში“ გამოიცა

ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტის და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის, ეკა კოხრეიძის და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასისტენტ-პროფესორ, ბაია კუბლაშვილის წიგნის „კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ევროპის უნივერსიტეტის ცნობით, პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ გამარჯვებულია და ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა. „წიგნის თანაავტორები ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის […]
HSBC-მ შესაძლოა ტოპ–მენეჯერების შტატი შეამციროს

HSBC-მ შესაძლოა ტოპ–მენეჯერების შტატი შეამციროს HSBC-ის ახალი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჟორჟ ელხედერი, მუშაობს წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ხარჯების შემცირების გეგმაზე და ამ გეგმამ შეიძლება მოიცვას ბანკის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, იტყობინება Financial Times–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, ელხედერი სერიოზულად განიხილავს იურიდიულ პირებთან მუშაობის განყოფილების გაერთიანებას განყოფილებასთან, რომელიც დაკავებულია გლობალური ბანკინგით […]