გიორგი ბოტკოველი – ხალხი მზად არის ქვეყნის გადასარჩენად და 26 ოქტომბერს გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს

არამარტო ყარაჯალაში, არამედ ყველა სოფელში, ქალაქის ნებისმიერ უბანში, ხალხი მზად არის ქვეყნის გადასარჩენად და 26 ოქტომბერს გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, კახეთში მოსახლეობა მზადაა, ქვეყნის გადასარჩენად 26 ოქტომბერს. “ყოველდღიურად ვხვდებით ხალხს […]

ბლინკენის თანაშემწე: რუსეთი და „ოცნება“ ცდილობენ შეზღუდონ პოლიტიკური ოპოზიცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანაშემწე, დაფნა რენდი აცხადებს, რომ რუსეთისგან მხარდაჭერილი „ქართული ოცნება“ რუსული გზებითა და ხელშეწყობით ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის შეზღუდვას და შეერთებული შტატები უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ამის შესახებ დაფნა რენდმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული დისკუსიისას ისაუბრა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით არსებულ […]

“იმედი” უარს ამბობს ოპოზიციის საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” უარს ამბობს ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე. ამის მიზეზად ის ასახელებს სხვა ტელევიზიების – “მთავარი არხის”, “TV პირველისა” და “ფორმულას” გადაწყვეტილებას, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის ომზე მმართველი პარტიის პროპაგანდისტული რეკლამის გაშვებაზე. “იმედში” ამბობენ, რომ იქამდე, სანამ ეს ტელევიზიები არ გაუშვებენ “ქართული ოცნების” სარეკლამო ვიდეორგოლს, ისინიც აღარ გაუშვებენ ოპოზიციური არხების რეკლამებს. “მიუხედავად […]

ქუვეითიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

9 თვეში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ბაზრებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები მკვეთრად გაიზარდა, ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. „2024 წლის l-llI კვარტლის მდგომარეობით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 121,815 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +24.8%-ია. იანვარი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი 77,567 ვიზიტი საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მონაცემებს +21.8%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის ქუვეითი 23,415 ვიზიტით, ზრდა […]

ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ – ენმ-ის და „ქართული ოცნების“ ურთიერთბრალდებები ზუგდიდში

პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ადანაშაულებს ზუგდიდში პარლამენტის არჩევნების გაყალბების მცდელობებში. ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მათი ოპონენტები ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ და მათზე ზემოქმედებას ცდილობენ. ამ თემაზე თავდაპირველად ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში გაიმართა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ქართული […]

იუკნევიჩიენე: ვხედავთ ძალიან დიდ მსგავსებას ლუკაშენკოს რეჟიმთან

ვხედავთ ძალიან დიდ მსგავსებას ლუკაშენკოს რეჟიმთან, ეს არის პოლიტიკის პოსტსაბჭოთა გაგება, რაც გულისხმობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და მის შენარჩუნებას. ამ დროს არ არსებობს დემოკრატიული გაგება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა თუ სასამართლოს დამოუკიდებლობისა. საუბარია იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ევროპული ცხოვრების წესისთვის. ვხედავთ მეტ მსგავსებას, რადგან ორივე მათგანი არის ჩემთვის პოსტსაბჭოთა ტიპის პოლიტიკოსი, რადგან ორივე […]

საქართველოს მთავრობა გადაიქცა “კრემლის ქსეროქსად” – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს “საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ”. ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდებმა, რომლებზეც უკრაინაში ომის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოიყენეს, „სიმართლე გააშიშვლა“. უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს უკრაინის […]

„სტუდია მეტროს“ თანამშრომლები ტოვებენ – მიზეზი ისაა, რომ დირექტომა „ქართულ ოცნებას“ კლიპი გადაუღო

სარეკლამო კომპანია JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ დირექტორმა, ნიკა ბოჭორიშვილმა სარეკლამო კლიპი დაუმზადა მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“. „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“, – დაწერა ნიკა ბოჭორიშვილმა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ რგოლი „სტუდია მეტროს“ დამზადებული იყო. არჩევნებამდე რამდენიმე თვით […]

თამარ გაბუნია – არაგადამდები დაავადებები გარდაცვალების სტატისტიკაში მნიშვნელოვან წილს იკავებს

გარდაცვალების სტატისტიკაში არაგადამდები დაავადებები მნიშვნელოვან წილს იკავებს – პრევენცია მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე კიბოსთან დაკავშირებული გარდაცვალება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ არაგადამდებ დაავადებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების ფართო სპექტრი გვაქვს. „პრევენცია მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე კიბოსთან დაკავშირებული გარდაცვალება, სოციალური […]

ნატო-ს გენერალური მდივანი – 14 ოქტომბრიდან ნატო ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს გამართავს

14 ოქტომბრიდან ნატო ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს გამართავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლონდონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „არასტაბილურ მსოფლიოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავდაცვა გამოვცადოთ და გავამყაროთ, რათა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის და შეუძლია ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს“, – განაცხადა მარკ […]