იურიდიული დახმარების სამსახურმა თსუ-ში პანელური დისკუსია გამართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პანელური დისკუსია თემაზე “იურისტის პროფესიული განვითარება” გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დისკუსიის პანელზე წარმოდგენილმა ექსპერტებმა – სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თავიანთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იურისტის პროფესიის თავისებურებები, […]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ლაშა ქარდავასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. „ყურადღება გამახვილდა, ამ მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ […]

მარნეულში სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფება

მარნეულის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კერძოდ, სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩინეთის დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და მოადგილეებთან თემურ შუბითიძესთან და ზურაბ ფანგანთან ერთად უმასპინძლა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ […]

“მდინარაძის ბოდვა და ივანიშვილის შიშები” – გიორგი გახარია

მამუკა მდინარაძე იმ სართულზეც ვერ მოვიდოდა ახლოს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა – ასე უპასუხა “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ “ქართული ოცნების” ლიდერს, რომელმაც გიორგი გახარიას მძიმე ბრალდებები წაუყენა. საუბარია, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიას გაპრემიერება “შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად”. “მამუკა მდინარაძე, იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ, ახლაც, საერთოდ […]

“სამარცხვინოა… ამის გამჟღავნება დაავიწყდა საქართველოს პრემიერს” – უკრაინის პასუხი

“რუსეთის მიდგომების მიბაძვით საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს საგანგებო განცხადებით პასუხობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია. გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას […]

“ეს არის ივანიშვილის ასეთი შეშფოთებისა და შეშინების ერთ-ერთი მიზეზი” – ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, მამუკა მდინარაძეს, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, შეეგუონ ფაქტს, რომ ბრძოლა წააგეს. მათ იციან, რომ ხელისუფლებას ჩვენ გადავიბარებთ – “ძლიაერი საქართველო” იქნება წამყვანი ძალა კოალიციაში და შესაბამისად, ამ რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ნერვიულობენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ “ქართული ოცნება” ქართული ძალა არ არის. “ქართული ოცნება” იმართება რუსეთიდან და პრაქტიკულად, მათი […]

“ხომ არ გაგვიყალბებენ ხმებს?” – ხალხის კითხვა ოპოზიციონერ ლიდერებს და მათი პასუხი

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები კახეთში იმყოფებიან – ოპოზიციონერი კოალიციის ლიდერები შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ და მათ პრობლემებს ისმენენ. შეხვედრა გურჯაანის ბაზარში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკოსებმა ილიას გზის სახელით ცნობილი პროგრამა გააცნეს, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნასა და პენსიების გაზრდას გულისხმობს. “პრინციპში, რასაც დუშეთში ჩვენ განვიცდით და რა პრობლემებიც გვაქვს, იგივე პრობლემები აქვს ახლა განსაკუთრებით მიწურულ რთველს. ხალხის […]

“მისაღებია არაორდინალური გადაწყვეტილებები” – პრეზიდენტი გია ხუხაშვილს ხვდება

პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური კონსულტაციები განახლდა. ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში გია ხუხაშვილი იმყოფება. შეხვედრაზე შესვლამდე ხუხაშვილმა “პირველებთან” თქვა, რომ არაორდინალური გადაწყვეტილებებია მისაღები. “არჩევნები ახლოვდება. ყველასთვის არის სასიცოცხლო პერიოდი და პრეზიდენტი ყველას ესაუბრება, მათ შორის მეც. ამ არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ვექტორს და შესაბამისად, მისაღებია არაორდინალური გადაწყვეტილებები. რაში მდგომარეობს ეს არაორდინალური გადაწყვეტილებები, ამას ვნახავთ. […]

პეტიცია: არ წაერთვათ ხმის მიცემის უფლება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს!

საგარეო საქმეთა სამინიტრომ ცესკოს მიმართა წერილობითი მოთხოვნით “ისრეალში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განიხილონ ისრაელის სახელმწიფოში უბნის გახსნის მიზანშეწონილობის საკითხი”. ვინც ისრაელში ცხოვრობს, იცის, რომ არანაირი შეზღუდვა და საშიშროება არ არსებობს მათთვის, ვისაც საარჩევნო უბანზე მისვლა და ხმის მიცემა სურს. ისრელის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი ინსტრუქციები ამას ადასტრუებს. ქვეყნის ცენტრში, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს არ მოქმედებს არავითარი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 2.7255 გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებუსლი მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9803 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9885 ლარს შეადგენდა. […]