სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფიო ხორგუანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონულ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებს გახსენებთ, რომლებიც საარჩევნო დანაშაულს უკავშირდება და მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონისმიერად, რათა რეგიონში არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდობიან […]
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ – ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს – მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს ზეგავლენის მოხდენის მცდელობა

რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს. როგორც სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, ეხმიანებიან რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის უკანონო მცდელობების შესახებ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს […]
ლევან სანიკიძე – სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა“? თუ ვინმე ამ ქვეყანაში რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება“ – მათ გარდა არავის უნდა ომი, ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება

სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა”? თუ ვინმე ამ ქვეყანაში რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება” – მათ გარდა არავის უნდა ომი, ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. სანიკიძის თქმით, ქვეყნის მშვიდობის გარანტი, მხოლოდ ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების […]
„საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება“ – კალაძე იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს. „იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი […]
TI: შპს დინ გრუპის წილის მფლობელმა ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ცნობით, შპს დინ გრუპის 25%-იანი წილის მფლობელმა ვახტანგ ამაშუკელმა ქართულ ოცნებას 2024 წლის 2 სექტემბერს 60 000 ლარი შესწირა. TI წერს, რომ ვახტანგ ამაშუკელმა მმართველ პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც შესწირა თანხა – 15 500 ლარი. ორგანიზაციის თანახმად, 2015-2024 წლებში შპს დინ გრუპმა 94 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. […]
ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 უბანს გახნის – ჯამში 67 იქნება

ცესკოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ჯამში უცხოეთში 67 საარჩევნო უბანი იქნება. ათენსა და ნიუ-იორკში 4-4 საარჩევნო უბანი იქნება, სალონიკში 3 უბანი, ბერლინში, ბარსელონაში, რომსა და პარიზში კი 2-2 უბანი. უბნები იმ ქალაქებში დაამატეს, სადაც საარჩევნო უბნები უკვე იყო. ასევე, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე სამსჯელოდ არ მიიღო ისრაელში ერთადერთი საარჩევნო […]
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია“ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი “ციფრული აკადემია” დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სასწავლო კურსში გაიარა კონკურსის წესით შერჩეულმა 14-დან 18 წლამდე ასაკის 20-მდე გორელმა ახალგაზრდამ. მათ პროექტის ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. „მოზარდები ინფორმაციულ ტექნოლოგიებს 5 თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ. ისინი ორ სასწავლო მიმართულებას – ფრონტ ენდ დეველოპმენტსა და გრაფიკულ […]
თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატო-ს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. მათივე ცნობით, GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. „საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში – ROLE2F […]
შედარებები… კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი… სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი – ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან

შედარებები… კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი… სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი – ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა უკრაინელმა მწვრთნელმა ანდრეი დევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ Sport-express.ua-ს მისცა და რა გასაკვირია, საუბარი უკრაინასა და საქართველოს ნაკრების დღევანდელ დაპირისპირებას შეეხო. მოგეხსენებათ, დემჩენკო ეროვნულ ლიგაში დიდი ხანი მუშაობდა, ჯერ გორის […]
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ელი სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყვიტა – „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ელი სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყვიტა, – ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ აქვეყნებს. „დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, 2008 წლიდან 2023 წლამდე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთისგან 110 მილიარდზე მეტი რუბლი მიიღო. რუსული სუბსიდიები აფხაზეთის ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს შეადგენს, რაც რუსეთის ხელში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტია. ის, რომ ფინანსური „დახმარება“ უანგარო არაა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც […]