რუსული და უკრაინული წყაროები: რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული იერიში განახორციელეს

რუსეთის სამხედრო შენაერთებმა კურსკის რაიონში ხუთშაბათს წარმატებული შეტევა განახორციელეს და შეაღწიეს უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წერს BBC ორივე მხარის სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით. რუსეთის მხრიდან კერძოდ ტელეგრამის არხები „რიბარი“ და „დვა მაიორა“ იტყობინებიან, რომ რუსეთის ჯარები შეიჭრნენ უკრაინის ჯარების მარცხენა ფლანგზე და სერიოზული საფრთხე შეუქმნეს მის შენაერთებს, რომლებიც განლაგებული არიან უკრაინის ჯარების მიერ განხორციელებული გარღვევის […]

ჩემი ხმა: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს

სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმა აცხადებს, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს. კოალიცია ეხმაურება რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული ოცნების უკანონო მცდელობების შესახებ – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს შიში ამომრჩევლებში და ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე. კოალიცია რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქართული […]

ანა წითლიძის თქმით, ოცნებამ წინასაარჩევნო პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის თქმით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ დასახმარებლად ე.წ. კანონიერ ქურდებს მიმართავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და სქემაში ჩართული რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდის სახელი და გვარი გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ზუგდიდში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ამომრჩევლის დაშინებისა და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის დავალებას გასცემენ. “რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, […]

ანა წითლიძე – „ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნები სამეგრელოში წაგებული აქვთ – დახმარება სთხოვეს „კანონიერ ქურდებს“ – ირაკლი მარღიას და ლევან ყალიჩავას, რომლებსაც დავალება აქვთ დააშინონ მოსახლეობა და ჩამოართვან პირადობები

„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები ზუგდიდსა და სამეგრელოში წაგებული აქვთ. დახმარება სთხოვეს „კანონიერ ქურდებს“ – ირაკლი მარღიას და ლევან ყალიჩავას, რომლებსაც აქვთ ორი დავალება – დააშინონ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა და მონაწილეობა მიიღონ პირადობების ჩამორთმევაში, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად „ოცნების მცდელობისა, ზუგდიდი და სამეგრელო […]

საპენსიო დანაზოგმა ₾5.7 მილიარდს გადააჭარბა – რომელ კომპანიებშია საქართველოს მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებია დაბანდებული

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია. „აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბერში 1 წელზე მეტი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში […]

Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები. დაწყებულია […]

„დუმილის ხელშეკრულება“ კომპანიებისა და ცნობილი სახეების ცხოვრების ნაწილი ხდება

საიდუმლოს გაუთქმელობის, ანუ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებები, რომელიც, ასევე, ცნობილია, როგორც NDA, მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. დასავლეთში მან ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია. ამის შესახებ გამოცემა The Cut წერს. ე.წ. გაუთქმელობის ხელშეკრულებებს ხელს აწერენ კორპორაციები და ცნობილი სახეები, სასტუმროები და კოსმეტიკური კომპანიები, მილიონერები საქმიან შეხვედრებზე და ჩვეულებრივი ადამიანები პაემნებზე. ხელშეკრულების შეუსრულებლობა სერიოზულ ჯარიმებს ითვალისწინებს, ხოლო კორპორატიულ […]

სამეგრელოში ჩეხ ტურისტს ეძებენ – „ბოლოს ის ტობავარჩხილის ტბებთან ნახეს“

რამდენიმე დღეა, სამეგრელოში ჩეხ ტურისტს სტანისლავ კოსკისის ეძებენ. „ფეისბუკის“ გვერდის Trekking in the Caucasus-ის ცნობით, კოსკისი ბოლოს, 28 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბების მიმდებარედ ნახეს. ტურისტის საძიებო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. როგორც შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, სტანისლავ კოსკისის გაუჩინარების შემდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

შარლ მიშელი – გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა მიუღებელია, მოვუწოდებთ ისრაელს, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე მიუღებელია. „გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა არის უპასუხისმგებლო, მიუღებელი ქმედება და ამიტომ მოვუწოდებთ ისრაელს და ყველა მხარეს, სრულად სცენ პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“, – განაცხადა შარლ მიშელმა. მანამდე, გაერო-ს სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ შტაბ-ბინას სამხრეთ ლიბანში, რის შედეგადაც ორი ინდონეზიელი ცისფერჩაფხუტიანი დაიჭრა. მომხდარს […]

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ

პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულს, დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გივი თარგამაძეზე თვალთვალი და კონტროლი, დარჩო ხეჩუაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა. ამასთან, ბრიფინგზე პროკურორმა აღწერა ის სურათი, […]