რომელ რეგიონში დაიკლებს ტემპერატურა +7 გრადუსამდე – 12–15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 12-15 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექი. 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 […]

კახა კალაძე – იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს. „იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი […]

ეკატერინე გალდავამ BKN301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ BKN 301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში BKN301 Group-მა წარადგინა BaaS ორკესტრატორი ქართული ბაზრისთვის, რომელიც გააფართოებს ფინანსური ტექნოლოგიების ჰორიზონტს კავკასიაში. როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ფინტექ სექტორს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მარეგულირებლის როლი საზედამხედველო სფეროს ინოვაციების წახალისებაში ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენი ფინანსური ბაზრის […]

მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ატომური იარაღის გაუქმებისთვის მებრძოლ იაპონურ ჯგუფს

მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია მიენიჭა იაპონურ ჯგუფ „ნიჰონ ჰიდანკიოს“. მასში შედიან ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქების შედეგად გადარჩენილები, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუქმებას უჭერენ მხარს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა თავისი არჩევანი 11 ოქტომბერს გამოაცხადა. წელს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 197 პირი და 89 ორგანიზაცია იყო წარდგენილი. შარშან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა პატიმრობაში მყოფ აქტივისტ […]

კალაძე საარჩევნო კლიპზე: უფასოდ კი არ გაუკეთებიათ, კაი ხელფასები ჩაიჯიბეს, ალბათ

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპის შესახებ დასმულ კითხვას ირონიით პასუხობს და ამბობს, რომ გადამღებმა ჯგუფმა “კაი ხელფასები ჩაიჯიბა”. ის “სპეკულაციას” უწოდებს JWT METRO-ს თანამშრომლების მიერ სამსახურის პროტესტის ნიშნით დატოვებას და ამტკიცებს, რომ უამრავი “ნიჭიერი, გონიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა ამ კომპანიაში და გააგრძელებს მუშაობას”. “ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ კი არავის გაუკეთებია ეს, […]

Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის ნოემბერში […]

შიდა ქართლში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქ.ხაშურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 8 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება. ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის […]

კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს – კალაძე კომპანია “მეტროზე“

კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს – კალაძე კომპანია “მეტროზე“ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის გადაღებიდან “მეტროს” თანამშრომლებმა “კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს.“ კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ამ კლიპის გავრცელების შემდეგ, თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს და ამტკიცებს, რომ კომპანია, კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებს, რადგან ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც იქ სამუშაოდ მივა. ამაში […]

“ოცნების” წევრმა თავისივე “ბაბლში” გამოკითხვა ჩაატარა, შედეგები არ მოეწონა და წაშალა

“ოცნების” წევრმა თავისივე “ბაბლში” გამოკითხვა ჩაატარა, შედეგები არ მოეწონა და წაშალა სოციალურ ქსელში “ოცნების” ახალმა წევრმა გამოკითხვა ჩაატარა. ვაკო თურნავას მისი გამომწერების პოლიტიკური გემოვნება აინტერესებდა, აღმოჩნდა, რომ “ქართულ ოცნებას” მხარს 12%, ხოლო ოპოზიციას 88% უჭერდა. “ოცნების” სიის მერვე ნომერს, თურნავას, შედეგები არ მოეწონა და პოსტი საერთოდ წაშალა.

მიხაილ როთი – ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია, დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უცხადებს. „მადლობა ჩვენო კოლეგებო „შუქნიშნიდან“ და CDU/CSU კოალიციიდან დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საქართველოსადმი მკაფიო ერთგულებისთვის. ქართველო ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია, დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის […]