სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა

სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციებზე და გიგი უგულავას ერთ-ერთი […]

თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში – ROLE2F „დიდგორი მედევაკით“ ევაკუაცია, შემდეგ კი, […]

“ზუგდიდსკი”, “ხუტუ” და “ოცნება” – “ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე კანონიერ ქურდებს რა ჰქვიათ?” – ანა წითლიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგს მართავს – ანა წითლიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო. “ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნები აქვს წაგებული და ძალიან კარგად იცის, რომ ზუგდიდსა და სამეგრელოში წააგებს ძალიან მწარედ 26 ოქტომბერს და გაიმარჯვებს ოპოზიცია და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პირველ ადგილზე ზუგდიდშიც და მთელ სამეგრელოშიც. […]

ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს – „ჩემი ხმა“

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ განცხადებით, ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს. კერძოდ, „ჩემი ხმა“ ეხმიანება რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის უკანონო მცდელობების შესახებ – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს შიში ამომრჩევლებში და ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე. „რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო […]

უკრაინა VS საქართველო – ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა

“ერთა ლიგის” B დივიზიონის მე-3 ტურში, უდანაკარგო საქართველოს ნაკრები უქულო უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოზნანის 42 837 ათასი ტევადობის არენაზე შეხვდება – დღეს, 11 ოქტემბერს, 22:45 საათზე. ვილი სანიოლის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია, შესაბამისად, მატჩამდე განაცხადის შემცირების საჭიროება არაა. რაც შეეხება სავარაუდო შემადგენლობას, თუკი რაიმე პრობლემა არ არსებობს, ის იგივე უნდა იყოს, რაც “ერთა ლიგის” საწყის ორ […]

ლუკა კურტანიძე ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის ქალაქ პორეჩში თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე მსოფლიო პირველობის D კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა 130კგ-ში იასპარეზა, სამიდან სამი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე 2002 და 2003 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1996-ში ატლანტაში და 2000-ში სიდნეის ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ავტობუსების შეძენის ვალდებულება შესაძლოა თავად მძღოლებს დაეკისროთ – რას გულისხმობს რეფორმა?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანის რეფორმა დააანონსა. ახალი რეგულაციის თანახმად, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსით) იქნება ნებადართული. ახალი ნორმა 2025 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. რეფორმის პროცესში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორი არის „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ […]

„საძოვრების სწორი მართვა ფერმერების შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს“ – თენგიზ ნასარიძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საძოვრების ინვენტარიზაციის და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პირველი საპილოტე პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. პროექტის ფარგლებში საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია, მათი მდგომარეობის და დეგრადაციის ტენდენციების შეფასება განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების განმავლობაში საძოვრების მართვის კუთხით უამრავი პრობლემა არსებობდა, რომლის გადაჭრასაც სახელმწიფო საკანონმდებლო ბაზის შექმნით და საძოვრების […]

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი – ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება

კარი აქ არის და კარი ღიაა, მაგრამ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ არ გაიაროს ამ კარში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა ბუნდესტაგის მიერ საქართველოს […]

ლევან ანთაძე – 26 ოქტომბერს დავასრულებთ ერთი კაცის 12-წლიან ახირებას და ბათუმი, აჭარა, სრულიად საქართველო ივლის ევროპისკენ

ბათუმში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილსა და მის მარიონეტებს არაფერი უთქვამთ 150 000 სოციალურად დაუცველზე, შიმშილის ზღვარზე მყოფ 24 000 ბავშვზე, ახალგაზრდებისგან დაცლილ, რუსებით სავსე, ჩაბეტონებულ ბათუმზე – ჩვენ 26 ოქტომბერს დავასრულებთ ერთი კაცის 12 -წლიან ახირებას და ბათუმი, აჭარა, სრულიად საქართველო ივლის ევროპისკენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან […]