თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი 10%-ით, ძველი ბინების კი 12%-ით გაიზარდა

თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი 10%-ით, ძველი ბინების კი 12%-ით გაიზარდა 2024 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 20%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული, ნათქვამია Colliers Georgia-ს ინფორმაციაში. „მესამე კვარტალი თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,377 ერთეული შეადგინა და წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. […]

თავს დაესხნენ ინგუშეთის მთავრობის მეთაურის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც მანამდე კადიროვი დაემუქრა

ინგუშეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე შერიპ ალიხაჯიევი ორჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში მოსკოვის მახლობლად, სოფელ ლაპინოში. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია და უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამის არხები იუწყებიან. ოფიციალური ვერსიით, 10 ოქტომბერს უცნობმა პირმა კერძო სახლის ვერანდაზე მყოფ დაზარალებულს ოთხჯერ ესროლა. ალიხაჯიევი რეანიმაციაშია. მსხვერპლის ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებიათ. ის, რომ საუბარია ყოფილ მაღალჩინოსანზე, საგამოძიებო […]

“მინდა სამთავრობო მედიებს საჯაროდ დავუსვა კითხვა…” – გივი თარგამაძე

პროკურატურა ამტკიცებს, რომ გივი თარგამაძეზე თავდამსხმელი დავალებებს მიხეილ სააკაშვილისგან იღებდა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდამსხმელი ირწმუნება, რომ თვალთვალის სანაცვალოდ, მას უკრაინაში თანამდებობებს ჰპირდებოდნენ. განცხადება გააკეთა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ და განაცხადა: „ძალიან საინტერესოა ეს დეტალები. გახსოვთ, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნების წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით […]

2 “საშიში პარტია” და 2 “ყველამ იცის” – პრემიერმა ოპოზიცია 2 ფლანგად დაყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას და „ახალს“, რომელიც შედგება „ნაცმოძრაობის“ სახეებისგან, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის.

გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეზე – ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით

ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო რა თქმა უნდა ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გივი თარგამაძის თქმით, ხელისუფლებას ერთი და იგივე ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება სურს. „ცინიზმი ამ ყველაფრის არის ის, რომ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე უნდათ ზემოქმედება. 2016 წლის არჩევნებზე ხომ […]

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ატომურ ბომბს გადარჩენილთა იაპონურ ორგანიზაციას მიენიჭა

1945 წელს, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, აშშ-ის მიერ ატომურ დაბომბვას გადარჩენილთა იაპონური ორგანიზაცია „ნიჰონ ჰიდანკიო“, მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის მფლობელია. ორგანიზაციამ პრიზი ბირთვული იარაღის წინააღმდეგ მიმართული აქტოვიზმისთვის დაიმსახურა. ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის, იორგენ ვატნე ფრიდნესის განაცხადებით, ჯგუფმა ჯილდო იმის გამო მიიღო, რომ “ატომური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არსებული ტაბუ ზეწოლის ქვეშაა”. მისი თქმით, ნობელის კომიტეტს სურს […]

ბლინკენი: მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის მიერ განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ისრაელს, მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. 11 ოქტომბრის განცხადებაში, ბლინკენი მოუწოდებს ისრაელს უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა “საშინელი ორმაგი სროლების ქვეშ” არ მოყვეს. ვაშინგტონი აგრძელებს ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ლიბანში მიმდინარე მოვლენების დიპლომატიური გადაწყვეტის […]

“ტომრებით არიგებს ჩიგოგიძე ფულს” – რა ხდება გურიაში და რა ბრალდებას უყენებს ოპოზიცია “ოცნებას”

“ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს მასალებს, რომელშიც ჩანს, რომ “ქართული ოცნების“ ერთი-ერთი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ცოლი მღვდლების ცოლებს თანხის, 2 000 ლარის ვაუჩერებს და სხვადასხვა საჩუქებს გადასცემს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფაქტები ამტკიცებს, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, ხალხის გულის მოგებას. “ჩვენ, ვნახეთ კონკრეტული ფაქტი, როგორ არიგებს ტომრებით ფულს, კონკრეტულად, ჩიგოგიძე, გურიაში და ადამიანების მოსყიდვით, დაშანტაჟებით, როგორ […]

“სახეში ისე ურტყა 3 წლის ბავშვს, ძირს დაეცა” – რა ვიდეო ნახა მშობელმა და რას ამბობს ბაღის დირექტორი

126-ე ბაღის პედაგოგმა, სავარაუდოდ, აღსაზრდელი სცემა – ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. ტვ პირველის ცნობით, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდის დედის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ გაიგო, როდესაც ბაგა-ბაღში ოთხ აღმზრდელს შორის საუბარს ყური მოკრა. როგორც მშობელი “პირველებთან” ინტერვიუში ამბობს, ერთ-ერთი პედაგოგი დანარჩენ აღმზრდელებს უყვებოდა, თუ როგორ გაუსწორდა სამი წლის ბავშვს ფიზიკურად. მოზარდზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი […]

„ახალი ინფრასტრუქტურით, აეროპორტის მგზავრთნაკადი 5 მილიონს მიაღწევს“ – ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 240 მილიონი ლარი დაჯდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო აეროპორტის უმაღლესი კატეგორიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეიდან ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. „დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში. საქართველოს ექვსი აეროპორტიდან ოთხში […]