ბრენდებთან, ვისთანაც საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვქონდა, დაპაუზებულია – კახა ხაზარაძე

რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, დარგში ახალი ინვესტიციების განხორციელება და კომპანიების შემოყვანა ფერხდება. როგორც ICR-ის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ BMG-ის განუცხადა, თუკი აქამდე საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის გამოწვევა ე.წ. რუსული კანონი იყო, ახლა მას უკვე საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. მისივე თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, კომპანიებთან საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით […]
იური სიომინი: ხვიჩა კიდევ უფრო უკეთ თამაშობს და პატივისცემას იმსახურებს

ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას გამოეხმაურა. “ძალიან ძნელია იტალიური პრესისგან აღიარების მოპოვება. ამისათვის სხვებზე მთელი თავით მაღლა უნდა იდგე. ყველა ფიქრობდა, რომ პირველი სეზონი ასე შესანიშნავად ემოციების ხარჯზე ჩაატარა, მეორე სეზონში უკვე ცოტა ადამიანი იყო, ვინც მიიჩნევდა, რომ იმავე დონეზე ითამაშებდა. ის კი იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე […]
ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ სასამართლომ დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ტელეარხი („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), რომელმაც უარი თქვა ომზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ერთერში გაშვებაზე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ ბანერებს ტელეკომპანიები „ამორალურად“ მიიჩნევენ. სამივე არხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომუნიკაციების კომისიამ შეუდგინა. მარეგულირებელს საჩივრით კი მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. ტელეარხის წარმომადგენლები კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის […]
უცხოური, თუ ადგილობრივი? – რა ტენდეცია შეინიშნება ავეჯის წარმოების ბაზარზე?

ავეჯზე მოთხოვნების შესწავლას და გათვალისწინებას ყველა ის კომპანია ცდილობს, რომელიც ბაზარზე ოპერირებს ავეჯის დამზადების და გაყიდვის კუთხით, ამისათვის სპეციალური გამოკითხვებიც ხშირად ტარდება. ავეჯი ზოგისთვის აუცილებელი ნივთია, ზოგისთვის – ფუფუნების საგანი. ზოგისთვის კომფორტი ყველაზე ძვირად ფასობს, ზოგს ურჩევნია, მთელი წელი კომფორტის უფლება არ მისცეს თავს და შემდეგ შვებულების ორი კვირა დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოს. გამოკითხვის მიხედვით, ზოგი […]
გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა. „წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების – ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის – დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს – IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, […]
გლდანის პირველი მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანში, I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ […]
KIU-ს ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UniNa) დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ფედერიკო მეორეს სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (UniNa) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და UniNa-ს […]
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას რეგიონებში ხვდება. „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში პარტია ოზურგეთში მოსახლეობასათამ შეხვედრებს მართავს. „ოზურგეთელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე მოსახლეობა გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ეს არის სოციალური, ჯანმრთელობის, განათლების საკითხები, დასაქმების პრობლემა, რაც რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას. ამ ადამიანების ხმა იქნება გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებში. სოციალური პრობლემების […]
ირაკლი ქარქაშაძე – დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში

საქართველოს ისტორიაში პირველად, საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო აეროპორტის უმაღლესი კატეგორიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეიდან ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურით, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს. „დღეს იწყება […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკო-ს მოუწოდებს, სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკო-ს მოუწოდებს, სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით, ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის […]