19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმე | ბრალდებულის შეყვარებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა

19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სასამართლოზე ჩვენება მისცა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც აქამდე არ ჩანდა, თუმცა მკვლელობის ღამეს იმ სახლში და იმ სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც მეგობრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამბობს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. მისმა ჩვენებამ ბევრი კითხვა გაუჩინა დაზარალებულის ოჯახს და ადვოკატს. ელენე დოლიძე დანაშაულში ბრალდებული – ძებნილი ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებულია. […]

10-დან 1 მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, 4-დან 1-ს თანხა მხოლოდ საკვებზე ყოფნის – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს არ აქვს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. გამოკითხვის თანახმადვე, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, […]

რეზოლუცია, რომლითაც პარლამენტს ოკუპანტების მირ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა უნდა დაეგმო, “ოცნებამ” დაბლოკა

რეზოლუცია, სადაც პარლამენტს რუსი ოკუპანტების მირ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა უნდა დაეგმო, “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა. ოპოზიციის მომზადებული დოკუმენტი თამაზ გინტურის და თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტებს ეხებოდა და რუსეთის ქმედებებს გმობდა. ხატია დეკანოიძემ, რომელიც აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორია, თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გენოციდი გრძელდება და მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დეპუტატებმაც დაგმონ. მე მექნებოდა შეთავაზება ადამიანის უფლებების კომიტეტისთვის, […]

,, დეპუტატის შვილი მოკლეს, რომელიც წინა ხაზზე იბრძოდა… დღეს იმავე დეპუტატის ძმის შვილი მოკლეს” – ნათია ჯანაშვილი

ისრაელში მცხოვრები ჟურნალისტი, ნათია ჯანაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,დღეს 5 ჯარისკაცი მოგვიკლეს. გუშინწინ დეპუტატის შვილი მოკლეს, რომელიც წინა ხაზზე იბრძოდა… დღეს იმავე დეპუტატის ძმის შვილი მოკლეს. 4 ფრონტზე იბრძვიან ჩვენი ბიჭები. ჰამასი, იემენი, ლიბანი, სირია. ამდენი მშიერი ტურა საიდან მოიყარა ისრაელის გარშემო?”

შალვა პაპუაშვილი – მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ, რომლის რეკომენდაციაც არის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიენიჭოს, მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტურია. ,,ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი, ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომლის რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მონიჭება და მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, […]

ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი ხდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს ორ კანონში – “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი […]

ნანა ტოხვაძე – საჯარო სკოლას შველა სჭირდება – განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს

დღეს, საჯარო სკოლას შველა სჭირდება! ვიდრე განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს და არა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, წარმატებული მომავლის იმედი ვერ გვექნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა. როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, განათლების სისტემაში უსამართლობა და პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და „კვალიფიციური დირექტორობის კანდიდატები სისტემის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ“. მისივე […]

30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია

2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე განმარტებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6541 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 19,273,991.41ლარს შეადგენს. „2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 804.9 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ […]

სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აკაკი ბობოხიძე პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეჟიმთან ერთად საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს

სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეჟიმთან ერთად საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს. როგორც ბობოხიძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას ახალისებს საოკუპაციო რეჟიმის მსგავს მოქმედებებს. „პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებასაც იმ დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, რომელიც ახალისებს საოკუპაციო რეჟიმის მსგავს მოქმედებებს. […]

ცესკო – ელექტრონული არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები მორიგ სიცრუეს ავრცელებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კვლავ ხდება დაინტერესებული პირების მხრიდან არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების დაკნინებისა და საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის გაჩენისკენ არის მიმართული. „ამჯერად გვინდა გამოვეხმაუროთ წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის – ივანე ბურდულის მიერ გაკეთებულ […]