BTU-მ „წინანდლის პრემიის“ ნომინანტებიდან საკუთარი რჩეული დააჯილდოვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა “წინანდლის პრემიის” ნომინანტებიდან საკუთარი რჩეული გამოავლინა და დააჯილდოვა. უნივერსიტეტის სპეციალური პრიზი გადაეცა პროზის კატეგორიიდან ანი ბალიაშვილს, სადებიუტო წიგნით “ფსკერზე”, რომელიც გადმოსცემს ძალადობის მსხვერპლი ქალის მძიმე და დამაფიქრებელ ამბავს. წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ არის გამოცემული. წიგნის წარდგენა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 19 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. ანი ბალიაშვილი დაჯილდოვდა სრული […]

აზერბაიჯანი კარანტინის რეჟიმს 2 აპრილამდე ახანგრძლივებს – აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 აპრილამდე გაახანგრძლივა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2024 წლის 2 აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდეს“, – ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს […]

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. „საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი […]

ლაშა ფარულავა – არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ

არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ. მისივე განცხადებით, „საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ […]

ღაზიდან თელ-ავივისკენ რაკეტები ისროლეს

ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები ისროლეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის თელ-ავივში, ჰოლონში, იეჰუდაში, ბათ-იამსა და მიმდებარე თემებში. სირენები ხმა ასევე ისმის რიშონ ლეციონსა და ბეით დაგანში. დაშავებულების ან ზიანის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ლანდსბერგისი: საქართველოს აქვს ჩვენი მხარდაჭერა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროკავშირის სამიტის წინ საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი დამოკიდებული იქნება პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. “აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი დამოკიდებული იქნება პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ვფიქრობ, ამის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობა სულ სხვანაირი იქნება. რამდენად განსხვავებული ამის თქმა ძალიან ადრეა, ვიმედოვნებ, ვიპოვით ახალ ფორმას, რომლის შიგნითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბევრი ქვეყანა […]

“ნამდვილად არ მივალ ასეთი დაპატიჟების მერე” – მარგველაშვილი ზურაბიშვილის მიწვევაზე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიწვევას ორბელიანების სასახლეში არ იღებს. ფორმულასთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ EU-ის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტს არ უხსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები და “მხოლოდ პრემიერმინისტრებით შემოიფარგლა”. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას “ჩვენი ხმა ევროპას” არ […]

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოდ ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„გაჩნდა საგანგაშო ტენდენცია“ – რატომ იხურება საავტომობილო ბიზნესში კომპანიები

გასულ წელს ქვეყანაში 30 975 კომპანია გაუქმდა, საიდანაც თითქმის, 40% საავტომობილო ბიზნესზე მოდის. საქსტატის მონაცემებით შარშან ჯამში 12 286 კომპანია ავტომობილების საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორიდან იყო. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საავტომობილო სექტორში კომპანიები უქმდება. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საკმაოდ საგანგაშო ტენდენცია გაჩნდა და თუ ადრე, საქართველო […]

NDI-ის კვლევა: რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდი საფრთხეა

NDI-ის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევა დღეს, 11 დეკემბერს, გამოქვეყნდა. “ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს. ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე […]