ოკუპირებულ გალში ე.წ მილიცია საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა | კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ გალში, საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის სამმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სასტიკად სცემა. საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქე დოკუმენტების შემოწმების მიზნით “მილიციის” თანამშრომლებმა გააჩერეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. კაცი ჯერ ე.წ. შს სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, […]

თბილისის მერია წერეთლის გამზირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის “ფლანგვის დეტექტორი” და მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის […]

საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2-ჯერ აღემატება

საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2-ჯერ აღემატება. კერძოდ, თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში (2023 წლის მონაცემები მხოლოდ 3 კვარტალს მოიცავს) ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 6,688 მლრდ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილების სახით 13,580 მლრდ დოლარი შემოვიდა. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 3 კვარტალში საქართველოში განხორციელდა 1,388 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ფულადმა გზავნილებმა კი […]

მთავრობამ 2024-2027 წლებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის […]

სარჯველაძე კარბაიას მკვლელობაზე: არცერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება

საუბედუროდ, კიდევ ერთხელ გავხდით საოკუპაციო რეჟიმის ბარბაროსული აქტის მოწმე. ის ბარბაროსობა, რომელიც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იხილა, რა თქმა უნდა, შეურიგებელ დამოკიდებულებას საჭიროებს. მთელი ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება სწორედ ამგვარია – ოკუპაციასთან შეურიგებელი. საქართველო ვერასდროს შეურიგდება ოკუპაციას და უფლების ვერცერთ დარღვევას, მით უმეტეს, როცა საუბარია ასეთ ვანდალურ აქტებზე, ასეთ ბარბაროსობაზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ჰქვია. მინდა, მთელი […]

“თითქოს ჩემი ბრალი იყო, არ იცოდა ცოლად ვინ მოჰყავდა?“ – რას წერს თი მაჭავარიანი

· 2 ინფლუენსერი და ვლოგერი თი მაჭავარიანი ინსტაგრამზე მორიგ მიმართვას ავრცელებს. თი ყოფილი მეუღლის შესახებ, საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, თავი შეიკავონ მისი ვიდეოების გამოქვეყნებისგან. “ახლა ისე გამოვიდა, თითქოს ჩემი ბრალი იყო, არ იცოდა ცოლად ვინ მოჰყავდა? სოციალური ქსელის ქონა მე ხელს არასდროს შემიშლის ადამიანთან ურთიერთობაში, რადგან საქმისა და ურთიერთობის გამიჯვნა ერთმანეთისგან არ მეშლება. გთხოვთ დაანებეთ […]

NDI: საქართველოში 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ვკითხულობთ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) კვლევაში. საზოგადოებრივი აზრის 11 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ჩატარებულ გამოკითხვას ეფუძნება. როგორც NDI აღნიშნავს, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად […]

კულება: სამიტის უარყოფითი გადაწყვეტილება “დამანგრეველი” იქნება უკრაინისთვისაც და ევროკავშირისთვისაც

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუკი სამიტზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება, ევროკავშირის ლიდერები მის ქვეყანას მწვანე შუქს არ აუნთებენ კავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ამას „დამანგრეველი“ შედეგები მოჰყვება როგორც კიევისთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის. ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს და პარასკევს მართავენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას. სამიტის დღის წესრიგშია უკრაინის წევრობა, ასევე მისთვის 50 მილიარდი ევროს […]

ჟურნალისტ ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჟურნალისტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან არ მინდოდა ამგვარი შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა სასწრაფოა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით საჭირო თანხის მობილიზებას დაველოდო. დიაგნოზი, სრულიად მოულოდნელი – თავის ტვინის ანევრიზმა! მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური […]

მიუხედავად ამ დაზიანებებისა და წინასწარ დადგმული გასვლებისა, პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული – ირაკლი ნადირაძე

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ. მოქმედ მენეჯმენტში კი აცხადებენ, რომ პარტიიდან წასვლით “ნაციონალური მოძრაობა” არ დასუსტდება, მელიას ახალი პლათფორმა კი წარმატებას ვერ მიაღწევს. „არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი პროცესი, თანავარსკვლავედიც რომ გადიოდა, იმ დროინდელი პოლიტიკური, ელიტის რომ იმაზე მეტნი იქნებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პარტია, მაგრამ როგორ დაასრულეს ეს ყველამ ერთად ვნახეთ, დღეს კვლევებშიც […]