ანტიამერიკული კამპანია და წინაასაარჩევნო რეპრესიები აზერბაიჯანში

ავტორი: ნიკა მუსავი რატომ აკავებენ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს და ამხელენ “ჯაშუშურ ქსელებს”? მიზეზი – წყენა აშშ-ზე თუ რიგგარეშე არჩევნები? ნოემბრის ბოლოს აზერბაიჯანში ანტიამერიკული კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) გახდა – მას “ჯაშუშური ქსელის” შექმნასა და საზოგადოებაში “კანონიერი ხელისუფლების მიმართ” პროტესტის ფორმირების მცდელობაში ადანაშაულებენ. თავიდან USAID-ის წინააღმდეგ კამპანიის ძირითადად მიზეზად აზერბაიჯანსა დ აშშ-ს […]

ხელისუფლების მეგობარი ორბანი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გუშინ თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო და ევროკავშირის გიგანტური დროშა გაიშალა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების ურყევი და მკაფიო ნება, რომ მათი ქვეყანა ოფიციალურად დაადგეს ევროპისკენ მიმავალ გზას. უკვე 4 დღეში ბრიუსელში ევროპული საბჭო შეიკრიბება და გაფართოების ახალი პაკეტის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას აპირებს უკრაინასა და […]

საქართველო ემიგრაციაში | საზღვარგარეთ წამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება

ქვეყანა, რომელსაც ემიგრანტები არჩენენ – წლიდან წლამდე საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება ემიგრანტების ფულად გადმორიცხვებზე, და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებულია დატოვოს საკუთარი ოჯახი, შვილები, სახლი და ლუკმა-პურის საშოვნელად ათასობით კილომეტრის იქით, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწოს. თავისთავად, გაზრდილი მიგრაციის ეს ტალღა სრულ წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მტკიცებასთან, თითქოს ქვეყანაში არნახული ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს. ქვეყნიდან, […]

“იმდენ იარაღს და ნარკოტიკს ჩაგიდებ, გარეთ ცხვირს ვერ გამოყოფო” | აჭარის პოლიციის უფროსს მუქარასა და დევნაში ადანაშაულებენ

მუქარა პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან და ქვეყნიდან იძულებითი გაქცევა. ავთანდილ კომახიძის ოჯახი მიზანმიმართულ დევნაში გრიგოლ ბესელიას ადანაშაულებს. აჭარის პოლიციის უფროსის კატეგორიული მოთხოვნა სწორედ ქვეყნის დატოვება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე მუხლებით გასამართლება ემუქრებოდა. სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ავთანდილ კომახიძემ ქვეყანა მართლაც დატოვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკან დაბრუნებულს კი პრობლემები ისევ შეექმნა და ისევ […]

განათლების ქართული ხარისხი | რატომ უჭირთ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება?

საქართველოში, რომ განათლების დაბალი ხარისხია, ამაზე წლებია საუბრობენ მშობლებიც და ექსპერტებიც. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ საჯარო სკოლებშია. ეს მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის შედეგებმაც დაადასტურა. ასევე წლებია, ყველა ერთად ვხედავთ, როგორ იყენებს ხელისუფლება არჩევნებში მასწავლებლებს, მათ კი ვინც არ ემორჩილება აშანტაჟებს ან სამსახურიდან უშვებს. პრობლემები კომპლექსურია. პასუხისმგებელია ყველა ერთად საზოგადოებაც, ხელისუფლებაც, მასწავლებლებიც და მშობლებიც. თუმცა […]

უკვე მეოთხე ზამთარია, გელათი ისევ გადახურვის გარეშეა | Post Factum სამონასტრო კომპლექსიდან

მეოთხე ზამთარს გელათი თუნუქის დროებითი გადახურვით ხვდება. ის, რაც წესით ქართული კულტურის ფასდაუდებელი გვირგვინი უნდა იყოს, არაპროფესიონალიზმის, მავნებლობისა და კორუფციის სიმბოლოდ იქცა. ტრაგიკულ სიმბოლოდ, თუ როგორ ვუყურებთ მრავალსაუკუნოვანი ძეგლის განადგურების პროცესს. ხელისუფლებამ თავდაპირველ ეტაპზე პასუხისმგებლობისგან გაქცევა ნაცადი მეთოდით სცადა და ხელების გაშვერა რატომღაც წინა ხელისუფლებისკენ დაიწყო. არადა რესტავრაციაც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო, მანვე შეარჩია […]

“ჩვენი ხმა ევროპას” | ზურაბიშვილი მოქალაქეების ხელმოწერებს EU-ს ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს 13 დეკემბერს გადასცემს

“13 დეკემბერს, 2-3 დღეში აქ მოვა დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც […]

დავით გოგიჩაიშვილი – ინტერვიუ ადამიანების მენეჯმენტის ტრენერთან | გვანცა სუთიძის რუბრიკა

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშეა, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა, მედიცინა, სოფლის, მეურნეობა თუ მეცნიერება თანამედროვე, დასავლური განათლების მნიშვნელობა ფასდაუდებელი ხდება. იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და საქართველოში გადმოტანა, რაც თანამედროვე მსოფლიოში ასე უხვად არის დაგროვილი, არათუ ჩვენ, საზოგადოებას წაგვწევს წინ, არამედ ეტაპობრივად თავად ჩვენს ქვეყანას აქცევს ნოვაციების კერად, ადგილად სადაც ასეთი […]

ავტოავარიაში დაღუპული ბადრაგების საქმის გაგრძელება | 24 წლის თორნიკე გვადიბაძის ოჯახი ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს

რეპორტაჟი ავტოავარიის შესახებ, რომელმაც ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების 2 ბადრაგის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენს წინა გადაცემაში გავიდა. მაშინ საბადრაგო სამსახურში არსებულ პრობლემებსა და ბადრაგების სიმცირის გამო, მათ გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე ვსაუბრობდით. ავარიას 21 ნოემბერს რამაზ კონჯარიასთან ერთად თორნიკე გვადიბაძეც ემსხვერპლა, თუმცა ის არა ადგილზე, არამედ კლინიკაში გარდაიცვალა. რეპორტაჟის გასვლის შემდეგ თორნიკე გვადიბაძის ოჯახი დაგვიკავშირდა. მისი ახლობლები […]

პროტესტი განათლების სამინისტროსთან | მასწავლებლების ბრძოლა სამართლიანობისთვის

გასულ კვირას საზოგადოებამ მორიგი შოკი მიიღო პიზას კვლევებით და იმის გაგებით რომ 15 წლის მოზარდების 2/3-ს წაკითხული ტექსტიდან შინაარსი ვერ გამოაქვს. მაგრამ არაფერი ამ კატასტროფულ მაჩვენებელში მოულოდნელი არ არის. არავისთვისაა სიახლე, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ცუდია მსოფლიოში. ან რას უნდა ველოდეთ სისტემისგან, სადაც პედაგოგების დიდი ნაწილი მასწავლებლის გამოცდას ვერ აბარებს და კომპეტენციის ზღვარს […]