„ქართული ოცნების“ დეპუტატები ახალი სახის ადგილობრივი მოსაკრებლის – საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით გამოდიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ახალი სახის ადგილობრივი მოსაკრებლის – საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით გამოდიან. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელი ის პირები იქნებიან, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერია. პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, დაჩქარებული წესით განსახილველად, უკვე წარედგინა. პროექტის თანახმად, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არაუმეტეს 30 ლარით განისაზღვრება. მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება. აღსანიშნავია, […]
გია ვოლსკი – NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს

NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს – ყოველთვის წარმოდგენილია გადაუწყვეტელთა არმია, რომელიც რეიტინგის არმქონე პარტიებს პერსპექტივას უტოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა. მისივე თქმით, კვლევაში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციის, თუმცა რიცხვი 19 (რომელიც კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგს […]
რევაზ ჯაველიძე – მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია მოიცავს 2024-2027 წლებს და მისი მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემების ერთიანი ხედვის შემუშავება

საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია მოიცავს 2024-2027 წლებს და მისი მიზანი არის მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემების ერთიანი ხედვის შემუშავება,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. რევაზ ჯაველიძის თქმით, სტრატეგია დღეს დამტკიცდა, 2024 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში კი უშუალოდ მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება იგეგმება. […]
„მთავარსარდალმა სალომემ და კაპიტანმა გიგაურმა, გაერთიანებული შტაბების დავალებით, ჩაატარეს გეგმური წვრთნა“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. „მთავარსარდალმა სალომემ და კაპიტანმა გიგაურმა, გაერთიანებული შტაბების დავალებით, ჩაატარეს გეგმური წვრთნა – მარშ ევროსკავშირისკენ! შეკერეს, გაშალეს, აფრიალეს, ჩაიარეს, მიაწვდინეს ხმა! აქციამ, ყველა Voice-ს და Post-ის მოწონება დაიმსახურა!“ – წერს ხაინდრავა X-ზე.
,, აგე, კიდე გაჭედა “ გოიმმა ჰიფსტერმა”… – ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე

,,ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება: აგე, კიდე გაჭედა “ გოიმმა ჰიფსტერმა”… 2003-2012 წლებში ნამდვილად წყდებოდა საქართველოს ბედ-იღბალი ბრიუსელში, მოსკოვსა და ვაშინგტონში და მაგას მისტირით შენ და შენი ჯიშის პოლიტიკოსები, თუმცა თქვენმა მატარებელმა კარგა ხანია ჩაიქროლა. საქართველოს კანდიდატის სტატუსი გამომდინარეობს დღევანდელი ქართული პოლიტიკიდან და შესაბამისად, საგარეო ორიენტირი, გეო-პოლიტიკური მოსწრაფებები და სახელმწიფოებრივი ინტერესები […]
,,თურმე 1 თვეში მთავდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია – ,,ჩემი ქალაქი მკლავს” VS თბილისის მერია

,,ჩემი ქალაქი მკლავს” თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება: ,,ამას აქაც გადავაზიარებთ 🙃🙂 თურმე 1 თვეში მთავდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ❤️ უფრო აქტიურად მოგაწოდებთ ვიდეოებს თუ რა ხდება წერეთლის გამზირზე გზის ფენა ერთ მხარეს საერთოდ არ არის დაგებული მეორე მხარეს 1 ფენა აკლია, ტროტუარი არ არის მოწყობილი, თუ ამ ყველაფერს 1 თვეში და 20 დღეში მორჩება თქვენი […]
„ქართველების აფხაზებად გადაქცევა კანონის მიღებით შეუძლებელია“ – „არუაას“ ლიდერი

აფხაზური ოპოზიცია ოკუპირებული დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ “სამოქალაქო მდგომარეობის აქტების კანონში” ცვლილებების განსახილველად შეიკრიბა. დოკუმენტი ითვალისწინებს „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა” წერს. შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გვარებისა და ეროვნების მექანიკური შეცვლა საშუალებას მისცემს გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მასობრივად მიიღონ „აფხაზეთის მოქალაქეობა“. ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა […]
,, ვისთვის იქნება ეს პერიოდი მნიშვნელოვანი” – ასტროლოგი რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს: ,,რეტროგრადული მერკურის შესახებ: 2023 წლის დეკემბერი /© რამაზ გიგაური/ ფაზები [თბილისის სასაათო დროით]: > 2.01.2023 (8:08) დირექტიული მოძრაობის დაწყება (მშვილდოსნის 22°10’52”) 13 დეკემბერს – აზროვნების, ინფორმაციის, კომუნიკაციის პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. მისი ეს ციკლი 2024 წლის 2 იანვრამდე გასტანს. ამას ემატება ის ასტროლოგიური ფაქტიც, რომ 13 დეკემბერი ახალმთვარეობის […]
ჩრდილო-მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზვავი, ქარბუქი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა” – აღნიშნავს სააგენტო.
დღესაც წინააღმდეგი ვარ – ნიკოლა სარკოზი საქართველოს და უკრაინის NATO–ში გაწევრიანებაზე

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ესპანურენოვან გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ჟურნალისტმა სარკოზის კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ახლა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე, რისი წინააღმდეგიც იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ბუშის თხოვნის მიუხედავად. ამ კითხვაზე ნიკოლა სარკოზიმ უპასუხა, რომ მას აზრი არ შეუცვლია და უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღებას დღესაც არ […]