დავით ასათიანმა ევროკავშირის ელჩს მიმართვა გადასცა, რომელსაც 1000-მდე ადვოკატი აწერს ხელს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დავით ასათიანმა ელჩთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ქვეყანას სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. „ქართული იურიდიული პროფესიის, ადვოკატურის სახელით დავით ასათიანმა ელჩს მიმართვა გადასცა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად, […]
„2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 ტონას მიაღწევს“ – Galt&Taggart

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და $184.7 მლნ შეადგინა. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად ლოჯისტიკური სერვისებისა და მგზავრთა გადაყვანით მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა (+28.9% წ/წ და +89.5% წ/წ, შესაბამისად). ამასთან, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ჯამური შემოსავლების 67.5%-ს შეადგენს, წლიურად მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა $124.6 მლნ-მდე. ამავდროულად მნიშვნელოვნად 30.6%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის საოპერაციო […]
„მოხარული ვართ საქართველოსა და ჩეხეთის თანამშრომლობით განსაკუთრებით ახალი დაცული ტერიტორიების პროექტების ფარგლებში“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს პეტრ ჰლადიკს შეხვდა. გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში […]
ბრაკონიერობასა და უკანონო თევზჭერაზე სანქციების გამკაცრება უპრეცედენტო ცვლილებაა, რომლის მიზანიც შემაკავებელი ეფექტია – მაია ჩხობაძე

მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართა. ბრაკონიერობასთან და თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონაღსრულებითი ცვლილები შევიდა. ეს ეხება ქართული დროშის ქვეშ მცურავ საერთაშორისო გემებსაც, რომლებიც ახორციელებენ უკანონოდ თევზჭერას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სამომავლოდ ახორციელებს ახალ რეგულაციებს – გამკაცრდა საჯარო სანქციები, გაორმაგდა ჯარიმები. ცვლილებები შეეხო გარეული […]
პაპუაშვილი: ვერ ვხედავ შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროსაბჭომ არ მოგვანიჭოს სტატუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ვერ ხედავს რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რის გამოც, შესაძლოა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭოს. “ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი, ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომლის რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს […]
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები კრემლის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც “ახალ რეგიონებშიც” გაიმართება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მარტის შუა რიცხვებშია ჩანიშნული. გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ კენჭს კიდევ ერთხელ იყრის. რუსეთის ცესკო აცხადებს, რომ კონსულტაციები გამართა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ხმის მიცემის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და […]
ფონიჭალიდან არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს

თბილისში, ფონიჭალიდან არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გამტაცებელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. “მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 16 წლის გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებელი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე კასან მამედოვია, რომელზეც გოგო ერთი წლის […]
მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკა ჩვენ მხარეს იყოს | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის, ინაუგურაციას დაესწრო და მოგვიანებით მასთან შეხვედრა გამართა. როგორც უკრაინული მედია წერს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე საუბარს. “ომის დროს რთულია დროის გამონახვა და ნახევარი დედამიწის გარშემო ფრენა, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი სიგნალები პარლამენტში და თქვენი ძალისხმევა ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის აგრესიას ებრძვის,” […]
“ნაციონალურ მოძრაობას” ქუთაისის საკრებულოს 7 დეპუტატი და პარტიის ათობით წევრი ტოვებს

ნაციონალურ მოძრაობას” ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი ცოტა ხნის წინ განაცხადეს და თქვეს, რომ ქუთაისის საკრებულოდან 7 წევრი ენმ-ს ტოვებს, მუნიციპალიტეტში მოქმედი 10 შტაბიდან 7-ის უმრავლესობა კი პარტიას ემიჯნება. “სიცრუით სათავეში მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც ჩამოაცილა გამოცდილი და ერთგული კადრები პარტიას. მოახდინა მათი სრული იგნორირება. ენმ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდო ოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ესაუბრა. “ინაუგურაციის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე და ცხადია, ჩვენს ევროპულ საქმეებზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში მცირეხნიანი დიალოგი გუშინ გამართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში […]