ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს განესაზღვრა […]
ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს – უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა არის უპრეცედენტო – მამუკა მდინარაძე

თეორიულად, არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „იმასაც კი ვისმენთ, ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთ. ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება, ჩვენ დავდივართ უნგრეთში მხარდაჭერისთვის. არათუ შეფერხება, არამედ განსაკუთრებული, ლობიზმის დონეზე […]
ორბანი-ზელენსკის შეხვედრა – არსებობს თუ არა მცირე შანსი მაინც, რომ ბუდაპეშტმა გადაწყვეტილება კიევის სასარგებლოდ შეცვალოს

ზელენკისა და ორბანს შორის დაძაბული დიალოგი, არგენტინის პარლამენტში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. 20-წამიანი კადრი, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, არგენტინის სენატის Youtube-არხის პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით გადაიცემოდა. საერთაშორისო პრესა ვარაუდობს, რომ ვიდეოში ზელენსკი უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას ცდილობს, არ დაბლოკოს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ეჭვები დღეს ზელენსკის ვიდეომიმართვამაც გაფანტა, სადაც უკრაინის პირველმა პირმა დაადასტურა, […]
ვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ იციკ მოშეს მკვლელობის ორგანიზატორები კვიპროსში – ვის ასახელებენ სპეცსამსახურები დაგეგმილი ტერაქტების დამკვეთად

ბიზნესმენმა იციკ მოშემ მედიით შეიტყო, რომ კვიპროსში დაკავებულ ირანული წარმოშობის ორ მამაკაცს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მისი მკვლელობის დაგეგმვასთან. ისრაელისა და კვიპროსის სადაზვერვო სამსახურების ერთობლივი მუშაობით გამოვლენილია ჯგუფი, რომელიც ხმელთაშუაზღვის კუნძულზე ებრაელ მოქალაქეებზე თავდასხმებს გეგმავდა. ადგილობრივი მედია, უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ კვიპროსში დაგეგმილი დანაშაულის უკან იგივე პირი დგას, ვინც 2022 წელს თბილისში იციკ მოშეს მკვლელობაზე […]
16 წლის გოგო ჯერ დანიშნეს, მას შემდეგ კი, რაც სკოლის მოსწავლემ გათხოვებაზე უარი თქვა, საქმრომ მოიტაცა – არასრულწლოვანსა და მის გამტაცებლებს ამ დრომდე ეძებენ

16 წლის გოგო ჯერ დანიშნეს, მას შემდეგ კი, რაც სკოლის მოსწავლემ გათხოვებაზე უარი განაცხადა, საქმრომ ის საკუთარი სახლიდან მოიტაცა. გატაცების საქმეზე სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს დილიდან, მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები გამოიკითხნენ. სამართალდამცველები ამ დრომდე არასრულწლოვანსა და მის გამტაცებლებს ეძებენ. რა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს გამოკითხვის შემდეგ დაზარალებულმა ოჯახმა უცნობია. საქმის სამართლებრივ საკითხებზე საუბარი არ ისურვა […]
ვითარება უკრაინაში – ომის 656-ე დღე კიევში აფეთქებების ფონზე გათენდა

ომის 656-ე დღე უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ფონზე გათენდა. ბოლო თვეების განმავლობაში, კიევზე პირველი დიდი თავდასხმა რუსეთის არმიამ შაჰედის დრონების გარდა, ბალისტიკური რაკეტებითაც განახორციელა. საჰაერო თავდაცვამ 8 რაკეტა და 18 დრონი გაანადგურა. მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევები კი დარნიცკისა და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოვარდა, დაშავდა 4 ადამიანი. იერიშები იყო სუმის ოლქსა და ხარკოვის 18 დასახლებაზეც. ხერსონში, თავდასხმის შედეგად, 2 […]
პოლონეთის პრემიერს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ორშაბათს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ამის შემდეგ, პროევროპული პარტიების ფართო კოალიციას, რომელსაც დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, გზა გაეხსნა ხელისუფლებაში მოსასვლელად. კენჭისყრით ნაციონალისტური, “კანონი და სამართლიანობის პარტიის” (PiS) რვაწლიანი მმართველობა ფაქტობრივად დასრულდა. კრიტიკოსების თქმით, პარტია ძირს უთხრიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედია დამოუკიდებლობას და უმცირესობების უფლებებს. ტუსკმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ გამოასწორებს ვარშავას ურთიერთობებს ბრიუსელთან […]
ჯულიანი არჩევნების მუშაკების მიერ გაყალბების მცდარი ბრალდების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგება

ორშაბათს რუდი ჯულიანი სასამართლოს წინაშე წარსდგება სამოქალაქო ცილისწამების საქმეზე, რომლის შედეგადაც შეიძლება აიძულონ მილიონობით დოლარი გადაუხადოს ჯორჯიის შტატის საარჩევნო ორგანიზაციის მუშაკებს, რომლებსაც მცდარად დასდო ბრალი, რომ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გასაყალბებლად მუშაობდნენ. ფედერალურმა მოსამართლემ უკვე გადაწყვიტა, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერი და ტრამპის ადვოკატი პასუხისმგებელია ვანდრეა „შეია“ მოსის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ოფიცრის და მისი […]
ნავალნის გუნდის თქმით, ის ციხიდან გაუჩინარდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიიდან, სადაც ის გასული წლის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა, გაიყვანეს და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, განაცხადეს მისი გუნდის წევრებმა 11 დეკემბერს. ნავალნის თანაშემწეები ემზადებიან მისი მოსალოდნელი გადაყვანისთვის “სპეციალური რეჟიმის” კოლონიაში. ეს რუსეთის ციხეების სისტემაში ყველაზე მკაცრი დაწესებულებაა. ნავალნის აგვისტოში, დამატებით, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 11-1/2 წელთან ერთად, რომელიც უკვე […]
უნგრეთის უარის ფონზე, ევროკავშირი გაფართოების სამიტის ჩასატარებლად მზადა არის

უნგრეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ არ დაემორჩილება ევროკავშირის ქვეყნების ზეწოლას, რომ დათანხმდეს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ეს მიმდინარე კვირაში ევროკავშირის დაგეგმილ სამიტზე მთავარი დაპირისპირების მიზეზია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ მისი ქვეყნისა და ევროკავშირისთვის “დამანგრეველი” იქნება, თუ 14-15 დეკემბრის სამიტი არ იქნება ფოკუსირებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და მეტი ფინანსური, ასევე სამხედრო დახმარების გადაცემაზე. […]