უნგრეთის უარის ფონზე, ევროკავშირი გაფართოების სამიტის ჩასატარებლად მზადა არის

უნგრეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ არ დაემორჩილება ევროკავშირის ქვეყნების ზეწოლას, რომ დათანხმდეს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ეს მიმდინარე კვირაში ევროკავშირის დაგეგმილ სამიტზე მთავარი დაპირისპირების მიზეზია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ მისი ქვეყნისა და ევროკავშირისთვის “დამანგრეველი” იქნება, თუ 14-15 დეკემბრის სამიტი არ იქნება ფოკუსირებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და მეტი ფინანსური, ასევე სამხედრო დახმარების გადაცემაზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი , რომელიც ამაყობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით, იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს უკრაინისთვის დახმარებისა და გაფართოების მოლაპარაკებებს.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, მათ შორის უმდიდრესმა წევრმა გერმანიამ, განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას ბლოკში გაწევრიანების ხანგრძლივ პროცესზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის წევრიი ქვეყნების რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა ვეტო დაადო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემას.
საბოლოოდ, 2022 წლის დეკემბერში დაბლოკილ გადაწყვეტილებებს, უნგრეთი, გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ მაინც დაეთანხმა.
„მინდა მჯეროდეს, რომ ევროპელები გაერთიანდებიან… და ჩვენ დღეს ნათელ მესიჯებს გავუგზავნით ჩვენს უნგრელ კოლეგას, რომ მართლაც ასეა“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ.
ევროკავშირის სამიტი 14-15 დეკემბერს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა