“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ტოვებენ – სააკაშვილის პარტია თვითმმართველობებს კარგავს

10-თვიანი დაპირისპირება ბაჩო დოლიძემ დღეს პარტიასთან პოლიტიკური გაყრით დაასრულა. “ნაციონალური მოძრაობის” ძველი წევრისა და ყოფილი საორგანიზაციო მდივნისთვის, მიუღებელი არაფორმალური მმართველობა და ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებები აღმოჩნდა. ამბობს, რომ ბრძოლას ახალი პლატფორმიდან განაგრძობს. ხაბეიშვილთან თანამშრომლობაზე უარი დღეს ქუთაისშიც თქვეს, სადაც მოქმედი თავმჯდომარის მიმართ პროტესტი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. რაიონული ორგანიზაციის 800-მდე წევრისა და მათ შორის საკრებულოს 7 დეპუტატისთვის, […]
დედაქალაქი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებს” მასპინძლობს, რომელიც პიანისტ ნოდარ გაბუნიას მიეძღვნება

ორი სიმფონიის, სამი საფორტეპიანო კონცერტისა და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებების ავტორის 90 წლის იუბილე თბილისში და საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ცნობილ ქართველ კომპოზიტორსა და პიანისტს ნოდარ გაბუნიას მიეძღვნება. დედაქალაქი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებს” მასპინძლობს, სადაც კომპოზიტორის ცნობილ კომპოზიციებს მისი შვილი შეასრულებს. ნოდარ გაბუნიას იუბილეს ფესტივალის პირველი დღე დაეთმობა და მასში მონაწილეობას მისი შვილისა და ქართველი არტისტების […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო […]
დმიტრო კულება უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე – ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს. „ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. უკრაინასა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ“, – განაცხადა კულებამ. დმიტრო კულებას ცნობით, შეხვედრის […]
მამუკა მდინარაძე – სპექტაკლს, რომელსაც ჰქვია: „მინდა მივიწერო კარგი საქმე“ და მთავარ როლში ზურაბიშვილი გამოდის, არ დავესწრებით – რაც შეეხება ჩეხეთში ვიზიტს, მას იმგვარი ლეგიტიმაცია, როგორიც ზოგადად პრეზიდენტებს აქვთ, აღარ აქვს

კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ სპექტაკლს, უანტრაქტო სპექტაკლს, რომელსაც სათაური ჰქვია: „მინდა მივიწერო ეს კარგი საქმე“ და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით და არც მონაწილეობას მივიღებთ , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს ხელისუფლების […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით მიმდინარეობს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით […]
“ჩვენი ხმა ევროპას” – პრეზიდენტის ღონისძიება ორბელიანების სასახლეში | სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში

13 დეკემბერს, ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება ყველა ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალაჩნოსანს. მათ შორის “ქართული ოცნების” ლიდერებს, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ელჩი მიიღებს. შეკრების მიზანი კი იმის ჩვენებაა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველა საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, […]
მარგველაშვილი ზურაბიშვილს: სულისკვეთებას ვიზიარებ, ზეგინდელ შეკრებაზე არ მივალ

ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის ორგანიზებულ 13 დეკემბრის შეკრებაზე არ მივა. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დახურვაზე მოქმედ და ყოფილ პრემიერებს, მინისტრებსა და ელჩებს უმასპინძლოს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მარგველაშვილი ამბობს, რომ შეკრების სულისკვეთებას სრულად იზიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, პეტიციაზე ხელმოწერა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შესთავაზონ. მისივე სიტყვებით, მოქმედმა პრეზიდენტმა “საჯაროდ არ […]
4 დღე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე | ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება

დიპლომატების გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ – ბრიუსელში ევროკავშირის ყველა საგარეო მინისტრია შეკრებილი და მათთან ერთად საქართველოს პირველი დიპლომატიც. ვიდრე საბოლოოდ გარკვევა, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა იმსჯელონ. პრობლემა ამ შემთხვევაშიც იდენტურია – ვიქტორ ორბანბის მთავრობა ბლოკავს უკრაინას და შესაბამისად საქართველოსაც, თუმცა ქართველი მინისტრისგან ორბანმა მაინც მადლობა მიიღო. ბრიუსელში […]
გადამწყვეტი შეხვედრა მსოფლიოსთვის | აშშ-ში, ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, ორბანიც ჩადის

ვაშინგტონში ახლა მსოფლიო პოლიტიკის ბედი წყდება. ოში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი უკვე შეერთებულ შტატებშია და ხვალ თეთრ სახლში მას დასავლური სმყაროს ლიდერი უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის მოწოდების მიუხედავად კონგრესმა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარების პაკეტი დაბლოკა. ვაშინგტონში ჩადის უნგრეთის პრემიერმინისტრიც. ვიქტორ ორბანს საპირისპირო მიზანი აქვს – საჯარო მუქარის შემდეგ პუტინის ევროპელი მოკავშირე […]