საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში „მე ვხედავ მზეს“ წარადგინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სპექტაკლი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, „მოდინახეს“ დასი მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“, წარსდგა. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჭანტურია, დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი – […]

სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ახალი ავტომობილები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს 9 ერთეული ახალი, მსუბუქი ავტომობილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა. „აღნიშნული ავტომობილები სადარაჯო ხომალდების და კატარღების ეკიპაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში გადაეცათ. საქართველოს სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანს საქმიანობის ეფექტიანობის […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოში UNDP-ის მოქმედ ხელმძღვანელს, დაგლას უებს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედ ხელმძღვანელს, დაგლას უებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ერთობლივად განხორციელებული, მიმდინარე პროექტები, საერთო მიღწევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „UNDP-ის მხარდაჭერითა და მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები ხელს გვიწყობს ევროპული დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში“, […]

თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს

სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. სახელმწიფო მინისტრის მოსმენა, დაახლოებით, 17:30 საათზე დაიწყება. ახვლედიანის პლენარულ სხდომაზე მოსმენა თავდაპირველად 15 დეკემბრის სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა, მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ასახული საკითხების გათვალისწინებით, მინისტრის მოსმენა დღევანდელი დღისათვის გადაწყდა. სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში […]

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – თეიმურაზ კუპატაძე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის […]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს […]

რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა გადასცა

რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, აშშ-ს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ აღჭურვილობა ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში მიიღო და ის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებზე, საჭიროებისამებრ, განაწილდება. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში მათი მხრიდან, კვლავ, იგეგმება რეგიონისთვის მძიმე ტექნიკის გამოყოფა, რის შედეგადაც რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტი […]

ხავიერ ბეტელი – იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არიან, შევახსენებ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ, ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც კანდიდატები იყვნენ

ლუქსემბურგი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არიან შევახსენებ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ, ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც კანდიდატები იყვნენ, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია. „ლუქსემბურგი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა […]

ნეთანიაჰუ: პალესტინის ხელისუფლებას, ჰამასის მსგავსად, ისრაელის განადგურება

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტში დახურულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პალესტინის ხელისუფლებას, ჰამასის მსგავსად, ისრაელის განადგურება სურს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია შეხვედრაზე მყოფ პირზე დაყრდნობით წერს. “ჰამასსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჰამასს ჩვენი განადგურება აქ და ახლა სურს, პალესტინის ხელისუფლებას კი ეტაპობრივად”. – თქვა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერმინისტრმა […]

“არჩევნების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი” | კობახიძე კრიტიკულ მედიას დაემუქრა

ირაკლი კობახიძე კრიტიკულ მედიას დაემუქრა. კობახიძეს ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “ფორმულას” რეპორტაჟები არ მოსწონს და აცხადებს, რომ “ამ ნაცურ სითავხედეს”, არჩევნების შემდეგ გაეცემა პასუხი: “ეს კორუმპირებული მძარცველი [დავით კეზერაშვილი], ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს. მის ერთ ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ნაცური თავხედობა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ამ ნაცურ თავხედობებს, მაგრამ […]