„ამ ყველაფერს მოჰყვება მრავალი სამშობიაროს დახურვა და ე.წ. „დიდი ჯიბეების“ დაკერება თეთრ ხალათებზე“ – ვატო სურგულაძე DRG სისტემაზე

პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე სამშობიარო სახლებში DRG სისტემის ამოქმედებას უარყოფითად აფასებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც აღნიშნული ცვლილება სამედიცინო სექტორში გამოიწვევს. მის განცხადებას „კომერსანტი“ სრულად გთავაზობთ. „მშობიარობის დაფინანსების DRG-ის მეთოდის შემოღება გამოიწვევს სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას, გართულებული შემთხვევების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის ზრდას, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ქვეყნიდან გადინებას, სამშობიარო დაწესებულებების დახურვას, სამედიცინო პერსონალის შორის […]

მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას – გაიგეთ, რომ უფსკრულში, რომლისკენაც თქვენ მიისწრაფვით, ამ ქვეყანას ვერ გამოგაყოლებთ

„საქართველო არის იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, რომლის საფუძველზეც შემდგომი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროკავშირში წევრობის გზაზე. გასული წლის ივნისიდან დღემდე, მრავალი ბრძოლის გადატანა მოგვიწია იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ვდგავართ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის კვალდაკვალ, ხელისუფლებას, […]

საგამოძიებომ 2023 წელს პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის 14 პირი ამხილა, მათგან 5 – დააკავა

2023 წლის პერიოდში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის 14 პირი ამხილა, მათგან 5 დააკავა. უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გოგოების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიების თანახმად, წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში სამ […]

“მონაწილეობის შინაარს ვერ ვხედავ, მისვლას არ ვაპირებ” – ბაქრაძე პრეზიდენტის ღონისძიებაზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან დეპოლარიზაციის ნაცვლად, ის ხაზს გაუსვამს ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებულ “უფსკრულს”. მისი თქმით, ამ ფორმატით მონაწილეობის შინაარს ვერ ხედავს. “სამწუხაროდ, არსებული ფორმატით ეს ღონისძიება ვერანაირად ვერ მოემსახურება დეპოლარიზაციას, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, […]

პენტაგონიდან ცნობების გაჟონვისთვის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 15 სამხედროს დააკისრა დისციპლინური სასჯელი

აშშ-ის საჰაერო ძალებმა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვისთვის დისციპლინური სასჯელი დააკისრა 15 სამხედრო მოსამსახურეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სხვა საკითხებთან ერთად, გაჟონილი დოკუმენტები უკავშირდება უკრაინის ომსაც. სამხედრო-საჰაერო ძალების ინსპექტორის გამოძიების შედეგების თანახმად, გაჟონვის ერთადერთ ორგანიზატორად რჩება მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრი ჯეკ ტეიშეირი, რომელსაც ივნისში წარუდგინეს სისხლის სამართლის […]

ინალ არძინბა სირიაშია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში „აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად იმყოფება“. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა”. დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, არძინბამ სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად დამასკში დაათვალიერა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, სადაც პატივი მიაგო „ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების” ხსოვნას. არძინბამ ასევე […]

ალეკო ელისაშვილი – ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს და მოვრთოთ ხოლმე – თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში?

ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს და მოვრთოთ ხოლმე – ცოცხალი ნაძვის ხე გვექნება, რომელშიც ფულს აღარ გადავიხდით – თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში? – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე არსებულ ნაძვის […]

გიორგი ამილახვარი – მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ სახელფასო დანამატი უნდა – მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ორი პროცესი გავყოთ

მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ სახელფასო დანამატი უნდა – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე […]

ანა ნაცვლიშვილი – აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი – ვნახოთ, რა მოხდება!

იმედს ვიტოვებ, “ქართული ოცნების” მეგობარი ორბანი, რომელიც გაფართოების ამ ისტორიულ ტალღას ცდილობს ახლა ვეტო დაადოს, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს – აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება! – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან ე.წ. „აგენტების შესახებ“ […]

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 626 მლნ ლარი იყო, წელს 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი, 2024 წელს კი 2 მილიარდ 508 მილიონი იქნება – 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტის

2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 626 მლნ ლარი იყო, წელს – 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს 2 მილიარდ 508 მილიონი იქნება, 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ამით ყველაფერი […]