საქართველოს უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი – ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი

ისტორიული სამიტის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ელოდებიან. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, შეძლებს თუ არა ერთიანობის შენარჩუნებას ისე, როგორც ამას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ახერხებდა. იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები საბოლოოდ გაფორმდეს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულ კონსენსუსს უნდა მიაღწიონ. გაერთიანების მომავალსა და გაფართოების პოლიტიკაზე პირველი დიპლომატების შემდეგ, ახლა ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ. დახურული შეხვედრის დაწყებამდე […]
VR holding-ს და საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა VR holding-ს და საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს შორის. VR holding ახორციელებს დეველოპერულ პროექტს შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფის” გვერდით, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე ხუთ ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. პროექტი განხორციელდება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, “პარაგრაფის” ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად.
ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინაში ომით დაღლილობაზე საუბრობენ – დონალდ ტუსკი

ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინაში ომით დაღლილობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ტუსკის თქმით, მისი მთავრობა უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სრულ მობილიზაციას მოითხოვს. „ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ, რომ დაიღალნენ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით. ისინი ეუბნებიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ დაიღალნენ სიტუაციით“, – განაცხადა ტუსკმა. მისივე შეფასებით, უკრაინაზე თავდასხმა არის „შეტევა ყველა […]
ილონ მასკის AI-სტარტაპი $1 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

ილონ მასკის ახალი AI-სტარტაპი აქციების გაყიდვით $1 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხელოვნური ინტელექტის ფირმა xAI-ის განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას უკვე წარედგინა, მასკის კომპანიამ კი ამ დრომდე $134.7 მილიონის ინვესტიციები მიიღო. მასკის განცხადებით, მის AI-ში, „მორალის პირდაპირი ფორმით დაპროგრამების“ ნაცვლად, xAI მაქსიმალურად ცნობისმოყვარე ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეცდება. გასულ თვეში, […]
რუმინეთში საქართველოს საელჩომ IWA-ს საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა

10 დეკემბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩომ ტრადიციულად IWA-ს(საერთაშორისო ქალთა ასოციაცია) მიერ გამართულ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობდა ბუქარესტში აკრედიტებული 55-ზე მეტი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია. საქართველოს საელჩოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, სუვენირები და პუბლიკაციები საქართველოს პოპულარიზაციისათვის. ღონისძიების ორგანიზატორს გადაეცა საშობაო ბაზრობის შედეგად მიღებული […]
ბოლო 6 წელში რამდენ კვ.მ-ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ ბინებსა და ე.წ. „აპარტ ოტელებზე“ ქობულეთსა და ბათუმში?

ბოლო 6 წელში საცხოვრებელ ბინებსა და ე.წ. ,,აპარტ ოტელებზე“ მშენებლობის ნებართვა ქობულეთში 297 485 კვ.მ-ზე, ხოლო ბათუმში 7 მლნ კვ.მ-ზე მეტზე გაიცა. ინფორმაცია ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მერიამ პარლამენტის წევრ დავით ხაჯიშვილს სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ მიაწოდა. „2023 წლის 22 ნოემბრის განცხადების პასუხად, სადაც ითხოვთ ინფორმაციას 2018 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენ კვადრატულ მეტრზე არის გაცემული მშენებლობის […]
საქართველოში ყველა სკოლა 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული… – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ყველა სკოლა 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი, ევროპული სტანდარტის მიხედვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომმოსწავლეები და ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს. „რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოგეხსნებათ, რომ შარშან ჩემი დავალებით დავიწყეთ მასშტაბური პროგრამა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან […]
ლევან დავითაშვილი – შეკვეთილში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება საქართველოს ტურისტულ სექტორს ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს […]
პარლამენტი ე.წ. სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს

პარლამენტი ე.წ. სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ამ მიმართულებით “საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონსა და “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილები წარადგინა. როგორც ჭეიშვილმა განმარტა, საქართველოში ასობით ათასი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე სამშენებლო დოკუმენტაცია არ გაცემულა, არ არსებობდა შესაბამისი პროექტები ან ექსპლუატაციაში […]
Reuters: არგენტინა ხავიერ მილეის პრეზიდენტობისას პარიზის შეთანხმების ერთგული დარჩება

Reuters-ის ინფორმაციით, არგენტინა ხავიერ მილეის პრეიდენტობისას პარიზის შეთანხმების ერთგული დარჩება, მიუხედავად მისი ძველი განცხადებებისა კლიმატის ცვლილების შესახებ. ამ ინფორმაციას კლიმატის მიმართულებით მომუშავე დიპლომატი მარსია ლავაჯი ავრცელებს. მარსია ლავაჯიმ თქვა, რომ მას ახალი მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს. დუბაიში COP28-ის სამიტზე, სადაც კლიმატის ცვლილება განიხილებბოდა, არგენტინის წარმომადგენელი სწორედ ლავაჯი იყო. ის დუბაიში კვირას, 10 დეკემბერს ჩავიდა, როდესაც […]