ზელენსკი მართავს შეხვედრებს კონგრესში და მოლაპარაკებებს ბაიდენთან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს თეთრ სახლში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ყურადღების ცენტრშია მიმდინარე ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარების გაგრძელება. 12 დეკემბერს დილით ზელენსკი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება ვიზიტით აშშ-ში, სენატორების წინაშე გამოვიდა. მოგვიანებით ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი […]

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი იტყობინება, რომ ე.წ საზღვრის დარღვევის გამო დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო კაგებეს ცნობით, სამშაბათს ცხინვალში გაიმართა სასამართლო პროცესი. ე.წ საზღვრის დამრღვევი დამნაშავედ სცნეს, დააჯარიმეს და დადგენილი წესით „რესპუბლიკიდან“ გააძევეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 2023 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი დარჩიაშვილი, დე ფაქტო […]

ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს – უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სასურველი შედეგები ვერც უნგრეთისა და უკრაინის პირველი დიპლომატების არაფორმალურმა შეხვედრამ მოიტანა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად შედგა. დმიტრო კულება ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ფიქრობს, რომ ბუდაპეშტი, საბოლოოდ კიევისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ევროკომისიამ არასწორად […]

“არაფერს ვნანობ” – ლაზარე გრიგორიადისმა წერილობით ინტერვიუში აღიარა, რომ პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” მან ესროლა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებისთვის სასამართლო განაჩენს ელოდება, აღიარებს, რომ სამართალდამცველს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი მან ესროლა. დაკავებიდან 9 თვის შემდეგ არა სასამართლოზე, არამედ ჟურნალისტთან, წერილობით ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისმა აღიარა, რომ პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა. სიმღერა, რომელზეც ლაზარე გრიგორიადისი ინტერვიუში საუბრობს, ამერიკელ რეპერს ეკუთვნის. ვიდეო კლიპში გაშარჟებულები არიან პოლიციელები და კლიპი სამართალდამცველების […]

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე მმართველმა პარტიამ განვლილი ერთი წელი შეაჯამა – დებატები პარლამენტში, თუ ვისი დამსახურებაა ქვეყნისთვის ისტორიული შედეგი

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე საქართველოს მიერ გავლილ გზას დღეს პარლამენტში აფასებდნენ. საშემოდგომო სესიის ბოლო პოლიტიკურ დებატებშიც დეპუტატები ერთმანეთში არკვევდნენ, ვისი დამსახურებაა ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო რამდენიმე დღეში ბრიუსელიდან ელოდება. “ქართული ოცნება” თავისი მმართველობის წლებს და იმ ეტაპებს იხსენებს, რომლებითაც საქართველო ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით უახლოვდებოდა ევროკავშირს. ოპოზიციაში კი პოზიციები ისევ გაყოფილია. ევროკომისიის მიერ საქართველოს […]

საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა აქვს – საბოლოო გადაწყვეტილებამდე ცოტა დრო რჩება

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 27-ვე ევროპული ქვეყნის მხარდაჭერა აქვს. უკვე მეორე დღეა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, საქართველო პოზიტიურ გზავნილებს იღებს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნები გაფართოების პოლიტიკის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი იმპულსია. 14-15 დეკემბერს ისტორიულ სამიტი დააანონსა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმაც. მაროშ შეფჩოვიჩი დარწმუნებულია, რომ ევროპელი ლიდერები ევროკავშირის […]

მასწავლებლების პროფესიული განვითარება და პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება – განათლების რეფორმის პრეზენტაცია დღეს შედგა

ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წინა ხელისუფლების დროს სისტემაში დაგროვილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ხარისხიანი განათლების სისტემის მისაღებად კი, პრემიერის განმარტებით, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, უახლოეს მომავალშიც ახალი პროექტები განხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განათლების სამინისტროს […]

“ქართული ოცნება” საარჩევნო პერიოდში უცხოელი მრჩევლების დაქირავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ქართულმა ოცნებამ” კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან. კლუგაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან. […]

აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს

აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებენ. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. სანქციების ქვეშ თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, მალდივებსა და ტაჯიკეთში მდებარე კომპანიები […]

მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე – გავა წლები, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია

დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომელიც შეეხებოდა ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „არაფერს ნანობს“. მამუკა მდინარაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის საქციელი მხოლოდ […]