სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის […]

წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების ფონზე, ისრაელი რეგიონში სამხედრო გემს გზავნის

ისრაელის საზღვაო ძალებმა გამოაცხადეს, რომ შეიარაღებაში კიდევ ერთი Sa’ar 6 კლასის სამხედრო ხომალდი მიიღეს. გემის მშენებლობა ისრაელმა ორ წელში დაამთავრა. ისრაელის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მანამდე სამი Sa’ar 6 კლასის კორვეტი იმყოფებოდა, რომლებსაც ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომში იყენებს. IDF-ის თქმით, აღნიშნული გემების დანიშნულება ღაზის სექტორში ქვეითი ძალების მოქმედებებისთვის მხარდაჭერა და ჰამასის ტერორისტებზე იერიშების მიტანაა. გავრცელებული ცნობით, […]

EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ორბანის პრობლემის დაძლევის გზებზე მსჯელობენ | ბოლო ცნობები ბრიუსელის მინისტერიალიდან

ვაშინგტონის პარალელურად უკრაინის ბედი წყდება ბრიუსელშიც. ევროკავშირის საგარეო მინისტრები რამდენიმე საათია მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან და მინისტერიალის ფარგლებში ვიქტორ ორბანის პრობლემის დაძლევის გზებზე მსჯელობენ. ფორმალურად დიპლომატების მთავარი მიზანია, გასცენ რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც სამ დღეში ევროკავშირის 27 ლიდერი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის მოლოდვას და საქართველოს სტატუსის შესახებ. თუმცა უნგრეთის პრემიერის პოლიტიკურმა და ფინანსურმა ვაჭრობამ ვითრება ჩიხამდე მიიყვანა. […]

“ჩვენი ხმა ევროპას” – მასშტაბური ღონისძიება ათონელის სასახლეში | “ოცნება” პრეზიდენტის კამპანიას არ უერთდება

მასშტაბური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ხვალ ორბელიანების სასახლეში ქვეყნის მთავარსადალი ყველა ხელისუფლების უმაღლეს პირებს ეპატიჟება. რეზიდენციაში მიწვეულია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მოღვაწე ყველა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ქვეყნის პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები. ზეპარტიული შეკრება პრეზიდენტთან მიზნად ერთადერთს ისახავს – ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე დასავლეთმა მკაფიოდ დაინახოს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ის საკითხი, რის […]

“კითხვები თეორიულია” | მიშელი არ პასუხობს, შესაძლებელია თუ არა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პაკეტის დაშლა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში არ პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პაკეტის განცალკევების შესაძლებლობა. მიშელის თქმით: “ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია”. “თქვენ ძალიან ლეგიტიმურ და ძალიან კარგ კითხვებს სვამთ, მაგრამ დღეს მე ჩემს […]

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო […]

ზელენსკის ისტორიული ვიზიტი და შეხვედრები აშშ-ში | მთავარი გზავნილები ვაშინგტონიდან

ისტორიული ვიზიტი შეერთებულ შტატებში. უკვე მეორე დღეა, ვოლოდიმერ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. უკრაინის პრეზიდენტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებში ყველაზე გარდამტეხ დროს ჩადის. შეერთებული შტატების კანონმდებლებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც დიდი გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, შესაძლოა სწორედ ვოლოდიმერ ზელენსკის ამ ვიზიტმა გადაწყვიტოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგიც. უკრაინის ლიდერი დღეს შეეცდება დაარწმუნოს ამერიკელი კანონმდებლები ყველაზე დიდი დახმარების […]

“საჭიროა შეიქმნას უცხოური აგენტების რეგისტრაციის ანალოგი” | “ოცნება” რუსულ კანონზე ისევ ალაპარაკდა

რუსული კანონის ახალი ვერსია. მმართველი პარტიის კულუარებში ისევ განახლდა მუშაობა კანონზე, რომლის მიზანი სამოქალაო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვაა. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი უნგრელი პარტნიორის მეთოდით მოქმედებს, ისევე როგორც ვიქტორ ორბანმა, ირაკლი ღარიბაშვილიც რეპრესიული კანონის საფარველად პატრიოტიზმსა და სუვერენიტეტს იყენებს – სწორედ ამ ღირებულებების დაცვით სურს მმართველ პარტიას რუსული კანონის ახალი ვერსიის შეფუთვა. ამ კანონზე […]

საარჩევნო პერიოდში “ოცნების” პროპაგანდისტული მრჩევლები ისევ მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი იქნებიან – პარტიამ კონტრაქტი გააფორმა

საარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მრჩევლები ისევ მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი იქნებიან – პარტიამ კონტრაქტი უკვე გააფორმა და ინფორმაციაც თავად გაავრცელა. “ოცნების” განცხადება სრულად: “კლუგაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან […]

ბოლნისში ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ბოლნისში, სოფელ კოლაგირში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული იფნორმაციით, არასრულწლოვანს მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა, ქვეითთა გადასასვლელზე დაეჯახა. დაშავებული ბიჭი, სასწრაფო სამედიცინო დამხარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.