მასწავლებლების პროფესიული განვითარება და პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება – განათლების რეფორმის პრეზენტაცია დღეს შედგა

ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წინა ხელისუფლების დროს სისტემაში დაგროვილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
ხარისხიანი განათლების სისტემის მისაღებად კი, პრემიერის განმარტებით, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, უახლოეს მომავალშიც ახალი პროექტები განხორციელდება. ს განცხადებით, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განათლების სამინისტროს გაზრდილ ბიუჯეტზე, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის მნიშვნელობასა და განათლების რეფორმის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო განათლების ეროვნული მიზნების განახლებაზე. ეს მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას. რეფორმის პრეზენტაციაზე მინისტრმა განათლების პოლიტიკის განსაზღვრაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა.
სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის დირექტორების შერჩევა, ეროვნული სასწავლო გეგმის გაუმჯობესება, მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით – ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა პედაგოგების შეფასებით, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აქტიურად მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. შედეგად, 2027 წლის ბოლოს ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?